ჯონ ეინსვორტ ჰოროქსი – „ეპიზოდი”
„უდაბნოს ხომალდად” წოდებული აქლემი ავსტრალიის კონტინენტზე პირველად ჩაყვანილი იქნა ინგლისელი მკვლევარის – ჯონ ეინსვორტ ჰოროქსის (1818-1846 წლები) მიერ. (ავტორი გენია.ჯი) სამხრეთ ავსტრალიის შტატში განთავსებული დატონის ტბის სიახლოვეს მიმდინარე ექსპედიის დროს,აქლემზე მჯდომმა ჯონმა იარაღი გადატენა და ის იყო ჩახმახზე შეაყენა,რომ აქლემმა,რომლითაც მკვლევარმა მთელი ექსპედიცია მოიარა,ერთობ მკვეთრი მოძრაობა გააკეთა.თავის მხრივ კი,მკვეთრი მოძრაობის შედეგად ჰოროსქს სასხლეტზე თითის გამოკვრა უნებლიედ მოუხდა.ტყვიამ ჯონს მარჯვენა ხელის სამი თითი,რამდენიმე კბილი და თავის ქალის მარჯვენა ნაწილი დაუზიანა.აღნიშნული შემთხვევიდან სულ რაღაც ოცდასამ დღეში (1846 წლის 23 სექტემბერს) ინგლისელი მკვლევარი მიღებული ჭრილობის შედეგად განვითარებულმა განგრენამ იმსხვერპლა.თუმცა უნდა ავღნიშნო,რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე,სიკვდილის სარეცელზე მყოფი ჰოროქსის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე სიკვდილით იქნა დასჯილი მის დაჭრაში უნებლიედ მონაწილე აქლემი.ასე რომ,ავსტრალიის კონტინენტზე აქლემის პირველი ჩამყვანი სრულიად შემთხვევით გახდა აქლემსივე მსხვერპლი. – (ავტორი გენია.ჯი)