მარინა შალიაპინას შესახებ…
1931 წელს პარიზში რუს ემიგრანტ ქალებს შორის სილამაზის რიგით მეხუთე კონკურსი,სახელწოდებით – „მის რუსეთი” გაიმართა.კონკურსში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება გენიალური რუსი საოპერო მომღერლის – თედორე შალიაპინის ერთობ ერუდირებულმა შუათანა ქალიშვილმა – მარინა შალიაპინამ (1912-2009 წლები) მამის მეგობრების,სახელოვანი მწერლის – ივანე ბუნინისა და მხატვარ – კონსტანტინე კოროვინის რჩევის შედეგად მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) მარინა არა მხოლოდ შესანიშნავი გარეგნობით,არამედ ბრწყინვალე განათლებითაც გამოირჩეოდა.სილამაზის კონკურსი ხუთი ენის მცოდნე შალიაპინამ მოიგო და შესაბამისად, „მის რუსეთი” იგი გახდა.ქალიშვილის გამარჯვებას საფრანგეთში დამკვიდრებული თედორე იუმორით მიუდგა: „ის იცინოდა. და რახმანინოვიც იცინოდა.მამამ გამაღიზიანებელი ხმით შემომძახა: „აბა,ჩემთან მოდი,მის რუსეთო!” – მამას ჩვეოდა ხოლმე სხვათა გაღიზიანება!” – იგონებდა მოგვიანებით მარინა.
თედორესთან მიმავალმა შალიაპინამ სახელოვანი მამის გარდაცვალება გზაში ყოფნისას გაიგო.რომიდან პარიზში ჩასულ რუს ემიგრანტ ქალს ტრაგიკული ინფორმაცია აეროპორტის საბაჟოს თანამშრომელმა აცნობა და ამის დასადასტურებლად ის გაზეთი აჩვენა,რომელშიაც შალიაპინის ფოტო, – შავ,სამგლოვიარო ფერის ჩარჩოში იყო გამოსახული.
მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში მარინა სასწავლებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა.იტალიაში დამკვიდრებული კი ცოლად გაჰყვა მასზე 17 წლით უფროს მამაკაცს, – ლუიჯი ფრედის.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ კინემატოგრაფიის დეპარტამენტის დირექტორი – ლუიჯი ფრედი გახლდათ ის ადამიანი,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დღეისათვის ესოდენ პოპულარულ – „ვენეციის კინოფესტივალს”.გარდა ამისა,მის სახელთან ასევე ასოცირდება 1937 წელს ევროპაში ყველაზე დიდი კინოსტუდიის,სახელწოდებით – „ჩინეჩიტა”-ს გახსნაც.
მარინა შალიაპინა 98 წლის ასაკში გარდაიცვალა რომში. – (ავტორი გენია.ჯი)