თოფქაფის სასახლე – „ეპიზოდი”
XIX საუკუნის შუა ნახევრამდე ოსმალეთის იმპერიის უმთავრესი რეზიდენცია სტამბოლის ისტორიულ ცენტრალურ ნაწილში განთავსებული - „თოფქაფის სასახლე” გახლდათ.სწორედ აღნიშნულ სასახლეში განთავსებული ჰარამხანა წარმოადგენდა ოსმალეთის იმპერიაში არსებულ ყველაზე დიდ,დახურულ და დაცულ ჰარამხანას. (ავტორი გენია.ჯი) ჰარამხანისათვის განკუთვნილი გრანდიოზული ნაგებობა 400 ოთახისაგან შედგებოდა,რომლებშიაც დაახლოებით 2 000 ულამაზესი ქალი იყო დაბინავებული.შეიძლება ითქვას,რომ იგი ერთობ მაღალი გალავნებით შემოსაზღვრული პატარა ქალაქი იყო,რომელსაც არტემიდას ტაძრის მსგავსად,მხოლო და მხოლოდ დასაჭურისებული მამაკაცები იცავდნენ.ერთ-ერთი ცნობილი თურქმი მემატიანე – დურსუნ ბეი წერდა: „მზეც კი რომ მამაკაცად იქცეს,მასაც კი აეკრძალებოდა ჰარამხანაში თუნდაც შეჭვრეტაო”, – რაც კარგად მეტყველებს იმაზე,თუ რაოდენ დაცულნი და იზოლირებულნი იყვნენ სულთნის რჩეული ქალები გარე თვალისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)