უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საბიუჯეტო დაფინანსება შეემცირებინა კულტურის სამინისტროსათვის.ამას გარდა,ფინანსთა სამინისტრომ იმისათვის,რომ საომარ კამპანიაში ჩართული ქვეყნის სალაროში გარკვეული თანხების მობილიზება მოეხდინა,დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების დათვალიერება მნახველთათვის ფასიანი გახადა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს – უინსტონ ჩერჩილს (1874-1965 წლები) შეატყობინეს,გაბრაზებულმა წამოიყვირა: „ჯანდაბა.თუკი საკუთარ კულტურას ჩვენივე ხელით ვუპირებთ ყელის გამოღადვრას,მაშ,რისთვის,რისთვისღა უნდა განვაგრძოთ ბრძოლა?”
სწორედ ჩერჩილის დამსახურებაა ის,რომ დღეისათვის დიდ ბრიტანეთში არსებული ძირითადი სახელმწიფო მუზეუმების,მათ შორის – ბრიტანეთის მუზეუმის, ეროვნული გალერეის, ბუნების მუზეუმის, ტეიტ მოდერნის, მეცნიერებათა მუზეუმის და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო მუზეუმების მონახულება დამთვალიერებლებისათვის კვლავაც უფასოა. – (ავტორი გენია.ჯი)