რემბრანდტი – „ეპიზოდი”

ბაროკოს ეპოქის გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები) მეუღლის – სასკია ვან ეილენბურგის ჯანმრთელობაზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია ოთხი გართულებული მშობიარობის პროცესმა,რასაც თან ტუბერკულოზიც დაერთო.შედეგად,ცხრაწლიანი ქორწინების შემდეგ სულ რაღაც 30 წლის ასაკში მყოფი სასკია გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე მხატვრის მომაკვდავი მეუღლის კარნახით დაიწერა ანდერძი,რომლის თანახმადაც რემბრანდტს ეკრძალებოდა მეორედ დაქორწინება,წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არა მხოლოდ შემოსავლებს დაკარგავდა,არამედ კერძო საკუთრებაში არსებულ მდიდრულ საცხოვრებელს სახლსაც გამოეთხოვებოდა.იმის შიშით,რომ რემბრანდტი ყველაფერს დაკარგავდა,მხატვარმა მეუღლის ანდერძის ეს პუნქტი იურიდიული თვალსაზრისით შეასრულა,თუმცა არა… სასკიას გარდაცვალების შემდგომ რემბრანდტის ცხოვრებაში კიდევ ორმა ქალმა (ორმა მუზამ) – გერტიე დირქსმა და ჰენდრიკე სტოფელსმა დაიმკვიდრა ადგილი.ამიტომაც წერდნენ მრავლისმეტყველად რემბრანდტის ბიოგრაფები – „არასოდეს აგერიოთ ერთმანეთში გენიოსები და წმინდანებიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

სასკია ვან ეილენბურგი

გერტიე დირქსი

ჰენდრიკე სტოფელსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>