ალექსი I – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში მრავლად მოიპოვება ისეთი ოდიოზური თვისებების მატარებელი მმართველები,რომელთაგან ერთნი,იმის გამო,რომ არ უყვარდათ პოეზია,სიკვდილით სჯიდნენ პოეტებს; მეორენი კი,იმის გამო,რომ სძულდათ ყოველგვარი ხელოვნება,მუსრს ავლებდნენ ხელოვნების ნიმუშებს. (ავტორი გენია.ჯი) იყვნენ ისეთი მმართველებიც,რომლებიც მხოლოდ იმიტომ სჯიდნენ ადამიანებს სიკვდილით,რომ ისინი ცუდი შინაარსის მქონე სიზმარში იხილეს სრულიად შემთხვევით.ამგვარივე ოდიოზური თვისებებით იყო შემკული რუსეთის ცარი,პეტრე I-ის მამა – ალექსი I (1629-1676 წლები).თუმცა,მას სხვა მმართველებისაგან განსხვავებით განსაკუთრებით სძულდა მუსიკა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ცარმა რამდენჯერმე გამოსცა განკარგულება,რომელთა თანახმადაც ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები იყვნენ მათ ხელთ არსებული მუსიკალური ინსტრუმენტები თავადვე გაენადგურებინათ.იმ შემთხვევაში,თუ მოქალაქე უარს იტყოდა აღნიშნული განკარგულებების შესრულებაზე და არ დაემორჩილებოდა ბრძანებას,მას არა მხოლოდ ძალის გამოყენებით ართმევდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტს,არამედ სასტიკადაც სჯიდნენ გამათრახებით (განმეორების შემთხვევაში სულაც ასახლებდნენ).საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ თავისი სახელოვანი ვაჟისაგან განსხვავებით ალექსის მუსიკალური ინსტრუმენტებიდან განსაკუთრებით სძულდა მშობლიური,რუსული სამსიმიანი მუსიკალური საკრავი – ბალალაიკა.ხალხისათვის ჩამორთმეულ ამ უწყინარ მუსიკალურ ინსტრუმენტებს ცარის ქვეშევრდომები მხოლოდ და მხოლოდ კოცონებზე წვავდნენ,რადგან ასეთი იყო მბრძანებლის ნება. – (ავტორი გენია.ჯი)
ბალალაიკა