ტამილების უცნაური ტრადიცია
ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განთავსებულ ტამილნადის შტატში მაცხოვრებელ ხალხში – ტამილებში ერთი ფრიად უცნაური რელიგიური ტრადიციაა გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) ტამილების ოჯახებში დამკვიდრებული ამ უძველესი ტრადიციის თანახმად,ბავშვები ვალდებულნი არიან რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთხელ პერიოდულად ესტუმრონ ინდუისტურ ტაძრებს და შესაწირავის სახით – საკუთარი თმები გაიღონ.ნიშანდობლივია ისიც,რომ პირველ თმას,რომელთაც მშობლები თავიანთ შვილებს აჭრიან,ინდუისტურ ტაძრებს სწირავენ.ამის შემდეგ თავად ბავშვები იწყებენ ტაძრებში რეგულარულად სტუმრობას.როგორც ცნობილია,ტამილანდი ღარიბი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი რეგიონი გახლდათ,რის გამოც ბავშვებს იმთავითვე არ გააჩნდათ ტაძრებისათვის შესაწირი არაფერი გარდა საკუთარი თმებისა,საიდანაც ჩაეყარა კიდეც სათავე ამ უძველეს ტამილურ ტრადიციას.გასათვალისწინებელია ისიც,რომ ბავშვების მიერ ინდუისტური ტაძრებისათვის შეწირულ თმებს ტაძრებისვე ბაზაზე არსებული სახელოსნოები ამუშავებენ.მათგან ამზადებენ პარიკებს,რომელთაც შემდგომ ყიდიან. – (ავტორი გენია.ჯი)