„XII საუკუნის ბიოლოგიური იარაღი”

1098 წელს პალესტინაში ჯვაროსნების მიერ დაარსებული იქნა „წმინდა ლაზარე იერუსალიმელის სახელობის სამხედრო-ჰოსპიტალური ორდენი”.ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად,მწვანე ჯვრის სიმბოლოს მატარებელი ორდენი იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდა და ამის მიზეზად ფრიად საინტერესო გარემოებას ასახელებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) „წმინდა ლაზარე იერუსალიმელის სახელობის სამხედრო-ჰოსპიტალური ორდენი” ჯვაროსნებმა ბერძნული ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ არსებული კეთრით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულების ბაზაზე დააფუძნეს და მასში გაწევრიანების უფლება კეთრით დაავადებულ რაინდებს ეძლეოდათ.შუა საუკუნეებში ერთობ გავრცელებული სენი – კეთრი განუკურნებელ დაავადებად მიიჩნეოდა,რადგან მედიცინა უძლური იყო მის წინააღმდეგ. და რადგანაც წმინდა ლაზარეს ორდენში გაწევრიანებულ კეთროვან რაინდებს სიცოცხლის გახანგრძლივების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდათ,ისინი განსაკუთრებული სიმამაცითა და სისასტიკით გამოირჩეოდნენ.ხმები ორდენის სიძლიერის შესახებ ფართოდ იყო გავრცელებული,რის გამოც არაერთმა მოწინააღმდეგემ აარიდა თავი მათთან შებმას.ამბობენ იმასაც,რომ ორდენის რაინდები ბრძოლებში სპეციალურად შედიოდნენ მუზარადების გარეშე,რათა მტერს მათ სახეზე აღბეჭდილი საშინელი,ცხოველური გამომეტყველება ეხილაო.თანამედროვეებმა „წმინდა ლაზარე იერუსალიმელის სახელობის სამხედრო-ჰოსპიტალური ორდენი”-ს არმიას – „XII საუკუნის ბიოლოგიური იარაღი” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)

„წმინდა ლაზარე იერუსალიმელის სახელობის სამხედრო-ჰოსპიტალური ორდენი”-ს სიმბოლო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>