ლუკიანე სამოსატელი – „როგორ უნდა იწერებოდეს ისტორია”
„ისტორიის აღმწერს ერთი მოვალეობა აქვს – მოჰყვეს ისე, როგორც მოხდა. ამას იგი ვერ მოახერხებს, თუ არტაქსერქსესის ექიმია და ეშინია მისი, ანდა იმედი აქვს, რომ თავის თხზულებაში ჩართული ხოტბის საზღაურად მეწამულ კანდისს, ოქროს ყელსაბამს და ნისეურ ცხენებს მიიღებს. ამას არც ქსენოფონი გააკეთებს, ნამდვილი მეისტორიე, არც თუკიდიდე, და თუ თავად სძულს კიდეც ვინმე, საზოგადო საქმეს ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ჭეშმარიტებას სიძულვილზე მაღლა დააყენებს, ბრალეულს კი მაინც არ დაინდობს, თუნდაც უყვარდეს. რადგან,როგორც ვთქვი, ისტორიას ერთი გამორჩეული ნიშანი აქვს და მხოლოდ ჭეშმარიტებას უნდა სწიროს მსხვერპლი მან, ვინც ისტორიის წერას აპირებს. მისთვის სხვა ყველაფერი უმნიშვნელო უნდა იყოს და, საერთოდ, ერთი საზომი და ზუსტი საწყაო უნდა ჰქონდეს – მხედველობაში ჰყავდეს არა ისინი, ვინც ახლა უსმენს, არამედ ისინი, ვინც მომავალში აიღებს ხელში მის თხზულებას”. – (ავტორი გენია.ჯი)