„ჩარლზ I-ის სამმაგი პორტრეტი” – (ეპიზოდი)
1635-1636 წლებში დიდებულმა ნიდერლანდელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა - ანტონ ვან დეიკმა დახატა ტილო,სახელწოდებით - „ჩარლზ I-ის სამმაგი პორტრეტი”,რომელიც იმთავითვე იქცა მისი ზღაპრული შემოქმედების ერთ-ერთ გვირგვინად. (ავტორი გენია.ჯი) ის,თუ,რატომ გამოსახა მხატვარმა მონარქი ერთ ტილოზე სამი რაკურსით,ერთობ საინტერესო ისტორია აქვს (ცნობისათვის,ხატვის ასეთივე მეთოდს მიმართავდა სახელოვანი ვენეციელი მხატვარი – ლორენცო ლოტოც).თავისი ზეობის პერიოდში მყოფი ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის ბიუსტი უნდა დაემზადებინა გენიალურ იტალიელ სკულპტორსა და არქიტექტორს – ჯოვანი ლორენცო ბერნინის.იმ პერიოდში მეფე ინგლისში იმყოფებოდა,ხოლო ბერნინი რომში.ამიტომ მეფისათვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო მენატურის ფუნქციის შესრულება.აქვე გავითვალისწინოთ ისიც,რომ XVII საუკუნეში არ არსებობდა ფოტოგრაფია.ერთადერთი გამოსავალი გახლდათ ის,რომ შექმნილიყო ჩარლზის ისეთი პორტრეტი,სადაც მეფე ყველა საჭირო რაკურსით იქნებოდა გამოსახული,რაც თავის მხრივ,მოქანდაკეს მეფის ბიუსტის დამზადებაში შეუწყობდა ხელს.მეფის სამმაგი პორტრეტი დახატვისთანავე რომში გადაიტანეს,სადაც შეიქმნა კიდეც ჩარლზის ბიუსტი.შესაბამისად,ვან დეიკმა თავისი შედევრი მხოლოდ იმ მიზნით დახატა,რომ მას დახმარება გაეწია ბერნინისათვის,იმ ბერნინისათვის,რომელსაც ჩარლზი არასოდეს ჰყავდა ფიზიკურად ნანახი. – (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ I-ის ბიუსტი (ბერნინი) და „ჩარლზ I-ის საამაგი პორტრეტი” (ანტონ ვან დეიკი)
ანტონ ვან დეიკი
ჯოვანი ლორენცო ბერნინი