ჯეინ სეიმურის შესახებ…
ინგლისის მეფის – ჰენრი VIII ტიუდორის (1491-1547 წლები) რიგით მესამე მეუღლე (სულ მეფეს ექვსი ცოლი ჰყავდა) - ჯეინ სეიმური (1508-1537 წლები),მონარქთან ახლო ურთიერთობით ჯერ კიდევ მაშინ იწონებდა თავს,როდესაც ცოცხალი გახლდათ ჰენრის რიგით მეორე ცოლი – ანა ბოლეინი. (ავტორი გენია.ჯი) ამორალურია,თუმცა ფაქტია,რომ ჰენრიმ ანას ცხედარს გაცივებაც კი არ დააცალა,ისე იქორწინა მისი გარდაცვალებიდან მეორე დღესვე გასაიდუმლოებულ ვითარებაში სეიმურზე.ქორწინების შემდგომ ჯეინმა შესანიშნავი ურთიერთობები დაამყარა არა მხოლოდ მეუღლესთან,არამედ მის ნათესავებთან და მეფის ნდობით აღჭურვილ გავლენიან დიდებულებთანაც.იგი შორს იდგა პოლიტიკისაგან და არასოდეს ერეოდა პოლიტიკურ საკითხებში.აქვე შევნიშნავ იმასაც,რომ სეიმური განათლების მაღალი დონით გამორჩეული ქალი არ ყოფილა.საშუალო განათლების მქონეს მხოლოდ წერა და კითხვა შეეძლო,რასაც სხვათა შორის საკმარისადაც მიიჩნევდა იგი.მისი ცხოვრების უმთავრეს მიზანს ჰენრისათვის კომფორტული საოჯახო პირობების შექმნა წარმოადგენდა. „მზად არის დაემორჩილოს და ემსახუროს”. – ეს გახლდათ ერთგვარი დევიზი სეიმურისა ქმრის მიმართ. 1537 წლის 12 ოქტომბერს წყვილს ვაჟი – ედუარდი შეეძინა (შემდგომში – ედუარდ მეექვსედ წოდებული ინგლისისა და ირლანდიის მეფე).ჰენრი ჯეინის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ძალიან განიცდიდა მეუღლის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობას,რომელიც თავის მხრივ,მშობიარობის შედეგად იყო გამოწვეული. „ჯეინ სეიმური ჩემი ყველაზე საყვარელი ცოლიაო”, – ამბობდა მონარქი და ანდერძადაც დაიბარა მის გვერდით დაეკრძალათ იგი.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჰენრი VIII-ს რიგით მეექვსე ცოლს – ქეთრინ პარის (1512-1548 წლები) არ სურდა მონარქზე დაქორწინება,თუმცა მეფის ნებას წინ ვერ აღუდგა და 1543 წლის 12 ივლისს ჰემპტონ-კორტის სამლოცველოში ჯვარი დაიწერა.სახელოვანი გერმანელი თეოლოგის – მარტინ ლუთერის იდეების მოტრფიალე ქეთრინმა ჰენრის სხვა დანარჩენი ცოლებისაგან განსხვავებით,ქმარზე გაცილებით დიდხანს იცოცხლა.მეუღლის გარდაცვალების შემდგომ კი იქორწინა ინგლისელ ადმირალზე და დიპლომატზე – ტომას სეიმურზე.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ტომას სეიმური წარმოადგენდა ჯეინ სეიმურის ღვიძლ ძმას.მაშასადამე,ქეთრინი დაქორწინებული იქნა თავისი მეუღლის რიგით მესამე ცოლის – ძმაზე. – (ავტორი გენია.ჯი)
ქეთრინ პარი
ტომას სეიმური
ჰენრი VIII ტიუდორი