საშუალო ტემპერატურა – „ეპიზოდი”
დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა + 14,8 გრადუს-ცელსიუსია.თუმცა უნდა შევნიშნოთ ისიც,რომ ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონებში და წლის სხვადასხვა პერიოდებში იგი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. (ავტორი გენია.ჯი) იმ ტემპერატურათა შორის,რომელთა გაზომვაც მეტეოროლოგიის ისტორიაში ოდესმე განხორციელებულა,ყველაზე მაღალი ტემპერატურა +57,8 გრადუს-ცელსიუსი დაფიქსირებული იქნა 1922 წელს ლიბიის უდაბნოში,ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა კი – 89,2 გრადუს-ცელსიუსი 1983 წელს დაფიქსირდა ანტარკტიდის ყინულოვან კონტინენტზე არსებულ „ვოსტოკის” საბჭოთა კვლევით სადგურზე.
დედამიწის შიდა ტემპერატურა მნიშვნელოვნად მაღალია მისი ზედაპირის ტემპერატურაზე.თუკი დედამიწის სიღრმეებში ტემპერატურა საშუალოდ 200 გრადუს-ცელსიუსის ტოლია,მის ცენტრში იგი +5000 გრადუს ცელსიუსის ექვივალენტს უტოლდება.საინტერესოა ისიც,რომ კოსმოსური სივრცის საშუალო ტემპერატურა კარდინალურად განსხვავდება დედამიწის ტემპერატურისაგან და იგი შეადგენს -270 გრადუს-ცელსიუსს. – (ავტორი გენია.ჯი)