ჯორჯ ვაშინგტონი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილია,რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთობ გავრცელებული იყო მონათმფლობელობის სოციალური წყობა. (ავტორი გენია.ჯი) მონათმფლობელობის საძულველი ინსტიტუტის არსებობას,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მხარს უჭერდა ისეთი სახელოვანი ამრიკელი პოლიტიკოსი,როგორიც გახლდათ აშშ-ის სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუძემდებელი და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799 წლები).სწორედ ამერიკისათვის დამაშვრალმა პრეზიდენტმა გამოსცა კანონი,რომლის თანახმადაც გაქცეულ მონებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხადდებოდა ძებნა.ამავე კანონის ძალით,დაკავებისთანავე მონა კვლავაც თავის პატრონს უბრუნდებოდა.თავად ვაშინგტონს პირად მფლობელობაში სამასამდე შავკანიანი მონა გააჩნდა,რომელთაგან ერთ-ერთი გაქცეული მონის მოძიებასა და უკან დაბრუნებას საკმაო დრო და ფული შეალია.საყურადღებოა ისიც,რომ ვაშინგტონის ჩათვლით,ამერიკის შერთებულ შტატებს სხვადასხვა პერიოდებში საერთო ჯამში 12 მონათმფლობელი პრეზიდენტი განაგებდა. – (ავტორი გენია.ჯი)