ფრაზეოლოგია „ჩვენი ოთხფეხა მეგობრების” შესახებ…
„ერთადერთი ნაკლი,რაც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს გააჩნიათ,მათი ხანმოკლე სიცოცხლეა! და კიდევ: ენდობიან ადამიანებს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამბობენ: იმათ,ვისაც ძაღლის, ანუ კაცთა მოდგმის ამ უერთგულესი ოთხფეხა მეგობრის გვერდით გარკვეული დრო უცხოვრია,ის დრო ღმერთებმა სათვალავში არ უნდა ჩააგდონო”.
* * *
„არასოდეს იცხოვროთ ისეთ ქალაქში,სადაც ძაღლების ცოტა ყეფის ხმა ისმის”.
* * *
„ძაღლების შიში კი არ უნდა გქონდეთ,არამედ მათი პატრონებისა”.
* * *
„ძაღლი – არა მხოლოდ ადმიანის მეგობარია,არამედ მისი ოჯახის წევრიცაა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძაღლი იმდენად ერთგული არსებაა,რომ ადამიანი ვერც კი იჯერებს,ადამიანი ასეთ სიყვარულს თუ იმსახურებს”.
* * *
„ის,ვინც ამბობს,რომ ბედნიერების ყიდვა შეუძლებელიაო,არასოდეს უყიდია ძაღლი!”
* * *
„ძაღლი – ერთი ბრწყინვალე თვისებით გამოირჩევა – მას ახსოვს სიკეთე.იგი სიკვდილამდე იცავს თავისი კეთილისმყოფელის სახლს”.
* * *
„ღმერთო,დამეხმარე გავხდე ისეთი ადამიანი,როგორადაც ჩემი ძაღლი მთვლის!”
* * *
„თუკი თქვენ არ გიყვართ ძაღლი,არ გიყვართ ერთგულებაც; არ გიყვართ ისინი,ვინც თქვენი ერთგულია.შესაბამისად,თქვენ შეუძლებელია იყოთ -სანდო”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნულ პოსტს ვუძღვნი ჩემს ოთხფეხა მეგობარს – „ჯეგიას”,რომელსაც ჩემდა საუბედუროდ,დღეს საბოლოოდ გამოვემშვიდობე!