ფუძიამას მთა – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,„ამომავალი მზის ქვეყნად” წოდებული იაპონიის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს კუნძულ ჰონსიუზე განთავსებული – ფუძიამას მთა წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ იაპონიის სიმბოლოდ მიჩნეული და სინტოიზმის მიმდევართა მიერ „წმინდა მთათ” შერაცხილი ფუძიამა იურიდიული თვალსაზრისით სახელმწიფო საკუთრებას არ წარმოადგენს.მისი იურიდიული მეპატრონე ჰონგო სენგენის სინტოისტური ტაძარი გახლავთ,რომელსაც იგი 1609 წელს საჩუქრის სახით გადასცა კერძო საკუთრებაში სიოგუნმა. 1974 წელს სიოგუნის მიერ ჰონგო სენგენის სინტოისტური ტაძრის სახელზე გაცემული ჩუქადობის დოკუმენტის უტყუარობა დაადასტურა იაპონიის უმაღლესმა სასამართლომ,რის გამოც სახელმწიფოს სხვა გამოსავალი არ დარჩა,თუ არა ის,რომ ფუძიამა ტაძრის კერძო საკუთრებად ეღიარებინა.კერძო საკუთრების უფლებას კი როგორ იცავენ იაპონიაში,თქვენთვისაც კარგად არის ცნობილი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>