მერილინ მონრო – „ეპიზოდი”
ეგვიპტის ფარაონების, სპარსი მეფეების, სავარაუდოდ – მოსეს, დიდი ძველ ბერძენი ორატორის – დემოსთენეს, გენიალური იტალიელი პოეტის – ვერგილიუსისა და სხვა მრავალ ცნობილ ადამიანთა მსგავსად,მეტყველების უნარი გარკვეული ხნის მანძილზე დარღვეული ჰქონდა ჰოლივუდის ლეგენდად ქცეულ ულამაზეს ამერიკელ მსახიობსა და მომღერალ ქალს – მერილინ მონროსაც (1926-1962 წლები).ეს სიმპტომი თვითმკვლელობის ჩადენისადმი მიდრეკილების მქონე მონროს დაბადებიდანვე თან დაჰყვა,თუმცა კიდევ უფრო მაშინ გაურთულდა,როდესაც იგი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა.როგორც თვითმხილველები გადმოგვცემდნენ,მერილინს იმ პერიოდში ორი სიტყვის გამართულად წარმოთქმაც კი არ შეეძლო მეტყველების დეფექტის გამო.ენაბლუ ჰოლივუდის მომავალმა ვარსკვლავმა აღნიშნული სიმპტომი სამწლიანი შრომატევადი შრომის შედეგად გამოასწორა და უკვე 16 წლის ასაკში ლოგოპედების დახმარების გარეშე შეძლო გამართულად მეტყველება. – (ავტორი გენია.ჯი)