ელფრიდა შოლცი – „ეპიზოდი”

„მტრის სასარგებლოდ წარმოებული ფანატიკური პროპაგანდის” ბრალდებით გასამართლდა გენიალური გერმანელი მწერლის – ერიხ მარია რემარკის უფროსი და – ელფრიდა შოლცი (1903-1943 წლები).ერთ-ერთმა მოწმემ ფაშისტების მიერ წარმართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა,რომ ელფრიდა მესამე რაიხის ჯარისკაცებს – „საზარბაზნე ხორცად” მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მოწმემ თქვა ისიც,რომ ბრალდებული გერმანიას მარცხისთვის განწირულად მიიჩნევს და პირადად არის მოწადინებული ტყვია დაახალოს შუბლში ფიურერსო.რემარკის მიმართ ჰიტლერის განსაკუთრებული სიძულვილი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.იმ პერიოდში,როდესაც ელფრიდას სასამრთლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა,მისი სახელოვანი ლიტერატორი ძმა უკვე იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა.ამიტომაც მიმართა შოლცს მოსამართლემ – „თქვენი ძმა,სამწუხაროდ,დაგვემალა,მაგრამ შენ ვერსად დაგვემალებიო”. 1943 წლის 16 დეკემბერს ელფრიდას გერმანელმა ნაცისტებმა თავი მოჰკვეთეს,რაც მისი ძმისთვის დის დაღუპვიდან 25 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.ცინიკურია,რომ ელფრიდას ოჯახს ნაცისტებმა ოფიციალურად გადაახდევინეს ის თანხა (495 მარკა და 80 პფენინგი),რომელიც სახელმწიფომ პატიმრის კვებაში,სასამართლოს წარმოებასა და მისი სიკვდილით დასჯაში დახარჯა.მოგვიანებით,ერიხ მარია რემარკმა სწორედ საკუთარ დას მიუძღვნა თავისი შესანიშნავი რომანი – „სიცოცხლის ნაპერწკალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>