„დამზადებულია…”
პირველი მარკირება,სახელწოდებით – „MADE IN…”, ანუ – „დამზადებულია…” – დიდ ბრიტანეთში იქნა გამოგონებული 1887 წელს.თავდაპირველად ბრიტანელებმა მარკირება – „დამზადებულია გერმანიაში”,გერმანული წარმომავლობის მქონე იმპორტულ პროდუქტებზე გამოიყენეს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ვარაუდობდნენ,რომ,როდესაც ბრიტანელი მოქალაქე ამა თუ იმ პროდუქტზე წაიკითხავდა წარწერას – „დამზადებულია გერმანიაში”,თავს შეიკავებდა მისი შეძენისაგან,რადგან უპირატესობას ადგილობრივ ანალოგიურ პროდუქტს მიანიჭებდა.თუმცა „ნისლიანი ალბიონელების” გათვლები არ გამართლდა,რადგან მარკირება – „დამზადებულია გერმანიაში”,მათთვის მოულოდნელად,მაღალი ხარისხის აღმნიშვნელ ერთობ პოპულარულ სიმბოლოდ იქცა. – (ავტორი გენია.ჯი)