როგორი შთაბეჭდილება დარჩა ქართველებზე ჰაინრიხ ბიოლის?
1966 წლის 10 ოქტომბერს,შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით მწერალთა კავშირის უშუალო მოწვევით საქართველოს დიდი გერმანელი ნობელიანტი მწერალი და მთარგმნელი – ჰაინრიხ ბიოლი (1917-1985 წლები) ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) სვეტიცხოვლის სიდიადითა და ჯვრის მონასტრის განუმეორებელი არქიტექტურით მოხიბლულმა ლიტერატორმა მცხეთაში სადილობისას,თავისი შთაბეჭდილება ქართველების შესახებ სადღეგრძელოში შემდეგი სიტყვით გამოთქვა:
„მე თვალში მომხვდა ქართველების ბუნებასთან სიახლოვე,ბუნებრიობა,ადამიანური შემოქმედებითი საწყისის შენარჩუნება.ქართველების ცხოვრებას აქვს მკვეთრი ინდივიდუალურობა,განუმეორებლობა,უნიკალურობა.მას ჯერჯერობით ნაკლებად,ვიდრე ევროპელი ერების ცხოვრებას,ემუქრება უნიფიკაციის,სტანდარტიზაციის და ნიველირების მსახვრალი ხელი,რაც თან მოაქვს,სამწუხაროდ,ტექნიკურ-ცივილიზატორული საზოგადოების განვითარებას.ქართველების სიცოცხლე და ცხოვრება ნაკლებადაა „დაპროგრამებული”.ეს ბედნიერებაა!” – (ავტორი გენია.ჯი)