იყო თუ არა სინამდვილეში მიხეილ ბულგაკოვი ნარკოდამოკიდებული ლიტერატორი?
გამოჩენილი რუსი მწერლისა და დრამატურგის – მიხეილ ბულგაკოვის (1891-1940 წლები) შემოქმედების თაყვანისმცემლები ყველაზე ხშირად ინტერესდებიან იმით – მართალია თუ არა გავრცელებული ხმები ლიტერატორის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით და მართლაც ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ დაწერა თუ არა მან თავისი პოპულარული რომანი – „ოსტატი და მარგარიტა”. (ავტორი გენია.ჯი) არსებობდა ისეთი ვერსიაც,თითქოს ბულგაკოვი იმიტომ წერდა ასეთ შესანიშნავ ქმნილებებს,რომ გამუდმებით ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ იმყოფებოდა.ზემოაღნიშნულმა საკითხებმა ისეთი ფაქტორებიც კი დაჩრდილეს მწერლის ბიოგრაფიიდან,როგორებიც გახლდათ ბულგაკოვის მასონთა ლოჟაში გაწევრიანება და მისი ოკულტიზმით გატაცება.მითი ლიტერატორის ნარკოდამოკიდებულების შესახებ უპირველეს ყოვლისა თავად ავტორის მიერ 1927 წელს გამოქვეყნებულმა ნოველამ – „მორფინისტი”,წარმოშვა.ცნობილია,რომ 1917 წელს მწერალი სრულიად შემთხვევით დიფტერიით დაავადდა,რის გამოც იგი იძულებული გახდა ტკივილგამაყუჩებელის სახით – მორფი მიეღო.რამდენიმე ხანში მწერალი მართლაც ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა.თუმცა სულ რაღაც ერთ წელიწადში,ანუ პირველი ქორწინების შემდეგ,მეუღლის – ტატიანა ლაპას უშუალო ძალისხმევის შედეგად ბულგაკოვმა სათანადო მკურნალობის კურსი ჩაიტარა და აღარასოდეს გაკარებია ნარკოტიკებს.დადასტურებული ფაქტია,რომ ერთადერთი ნაწარმოები,რომელიც მიხეილმა ნარკოტიკების მოხმარების პერიოდში დაწერა,გახლდათ მოთხრობა,სახელწოდებით – „დაავადება” (ამასვე ირწმუნებოდა ბულგაკოვის მეუღლეც).სხვა ნაწარმოებები კი,მათ შორის – „ოსტატი და მარგარიტა” ბულგაკოვმა სრულიად ფხიზელ გონებაზე დაწერა. – (ავტორი გენია.ჯი)