სულხან-საბა ორბელიანი – „მტრების შესახებ”

„ყოველი მტერი ამის ცდაშია,რომ დრო შემოიგდოს და წაახდინოს.დიდს მტერს კაცი ან შეეხვეწება და ან გარდაეხვეწება.სწორს მტერს ან პასუხს უზამს,ან მოუფრთხილდება.ცოტასა და ცუდს მტერს უნდა უფრო უფრთხილდეს კაცი: ცოტა მტერი ცეცხლსა ჰგავს,ნაცარში დამალულსა, – არა ჩანს და რა გაჰქექ,ხელს დაგწვამს.ცოტა მტერი სიკვდილსა ჰგავს უჩინარსა, – მოვა,ვერცა ქრთამით,ვერცა ძალით,ვერცა ხვეწნით ვერ მორჩები.ცოტა მტერი რა კაცზე დროს იშოვნის,აღარას ღონითა არ გაუშვებს – არ გადარჩესო.ცოტა მტერი ორმოსა ჰგავს თივას ქვეშე დაფარულსა, – რა შესდგე,ჩაიჭრები.ამისათვის უნდა ყოველი კაცი ცოტას მტერს უფრთხოდეს,საფათერაკო იგია.ავის კაცისაგან წახდენაც სირცხვილია კაცისა და გაკეთებაცა,თვარამ კარგი კაცისაგან კარგი სჭირს თუ ავი,ორივე სახელია,ამად რომე,თუ ავი არა ხარ,ავს კაცს რად მოირევ, და თუ უარესი არა ხარ,რად შეეხვეწები.ეგრევე,თუ კარგი ხარ,კარგს გიზამს.კარგისგან კარგი გამოვა და მას იქმს, და თუ ავს გიზამს – სიკეთე,ჭკუა და ძალი სამივ შენზე მეტი ექმნება და მოგერევა.მაგრამ კაცისა დიდი სიკეთე იგია,რომე სიავე არ იმახსოვროს და სიკეთით დაფაროს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>