ანაკლიელი მანდილოსნები და ნიკოლო პაგანინი
XIX საუკუნის დასაწყისში ლიგურიის ზღვის სანაპიროზე განთავსებული იტალიური ქალაქის – გენუის პორტის წვიმიან გზაზე მიმავალი ახალგაზრდა მამაკაცი ევროპელთათვის უჩვეულო ტანისამოსში მოსილ მისთვის უცნობი ეროვნების მქონე ერთმანეთზე გაბრაზებულ რამდენიმე მანდილოსანს შემოხვდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ახალგაზრდამ შემდგომ გაარკვია,ისინი შორეული საქართველოდან,კერძოდ კი სამეგრელოს ულამაზესი ზღვისპირა სოფლიდან – ანაკლიიდან იყვნენ გენუაში სავაჭროდ ჩასულნი.გაარკვია ისიც,რომ ანაკლიელ მანდილოსნებს ერთმანეთში კონფლიქტი მოსვლოდათ და ამიტომაც დაობდნენ ესოდენ ხმამაღლა ერთმანეთში მეგრულად.შავი სერთუკით მოსილმა ახალგაზრდამ მათთვის გვერდის ავლა დააპირა,რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა უნებლიედ მხარი ისე ძლიერად გაჰკრა,რომ ნოტებით აჭრელებული ფურცლები ხელიდანაც კი გაუცვივდა.ატალახაბული წყლიდან ამოღებული ნოტებიანი ფურცლები აღარაფრად ვარგოდა,რადგან წყალსა და ტალახს მელანი ერთიანად წაეშალა.აღნიშნულმა ფაქტმა ახალგაზრდას სასო წარუკვეთა. „თქვენ მთელი წლის ჩემი შრომა დაღუპეთ!” – მიმართა გაბრაზებულმა მანდილოსნებს,რამაც თავის მხრივ,თავმოყვარე ჩვენებურების აღშფოთება გამოიწვია. და დაიწყო ერთი ვაი-უშველებელი.რამდენიმე ანაკლიელი ქალი გენუის პორტში მეგრულად ერთხმად ლანძღავდა გაოცებულ და შემკრთალ ახალგაზრდა მამაკაცს (დამეთანხმებით,რომ საინტერესო საცქერი იქნებოდა).იტალიელს ჩვენებური მანდილოსნების არც ერთი სიტყვა არ გაეგებოდა,თუმცა-კი სიტყვების გაგება არც იყო აუცილებელი,რადგან მათი ისტერიული ხმა და განრისხებული სახეები ყველაფერზე მეტყველებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მოულოდნელად,ახალგაზრდამ ანაკლიელ ქალებს ზურგი აქცია და სახლისაკენ სირბილით მოკურცხლა.ახალგაზრდის,რომლის სახელიც გახლდათ - ნიკოლო პაგანინი,გონებაში გაკაპასებული უცხოელების ინტონაციები იმდენად ღრმად აღიბეჭდა,რომ მათივე მიხედვით უმალვე მუსიკალური ნაწარმოების დაწერას შეუდგა.იმ მუსიკალური ნაწარმოებისა,რომლის სახელწოდება გახლავთ – „კაპრიჩიო #24 ლა-მინორში” (კაპრიზი),იმ ნაწარმოებისა,რომელმაც სამარადჟამოდ უკვდავყო შემდგომ მისი სახელი.ასე დაიდეს წვლილი ჩვენებურმა,ანაკლიელმა მანდილოსნებმა პაგანინის მუსიკალური შედევრის შექმნაში. – (ავტორი გენია.ჯი)
კომპოზიციის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=ECQ7Go8cbco