ჰანსის კუნძული – (უცნაური „ომი”)
ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში არსებულ კენედის ყურის ცენტრში ერთი პატარა,უკაცრიელი და დაუსახლებელი - „ჰანსის კუნძულია” განთავსებული.აღნიშნულ კუნძულს გრენლანდიის დანიელი მკვლევარისა და მოგზაურის – ჰანს ჰენდრიკის (1834-1889 წლები) საპატივცემულოდ ეწოდა „ჰანსის კუნძული”. (ავტორი გენია.ჯი) კუნძულის მაქსიმალური სიგრძე სულ რაღაც 1 190 მეტრია,სიგანე – 1 199 მეტრი,ხოლო სრული ფართობი კი – 1,3 კვადრატულ მეტრს შეადგენს.მიუხედავად ცეროდენა მასშტაბებისა,კანადისა და დანიის ტერიტორიულ წყლებში მდებარე კუნძული მაინც იქცა ამ ორ ქვეყანას შორის დავის მიზეზად.ამ დავაში ყველაზე საინტერესო ბრძოლის ის ინტელიგენტური მეთოდებია,რომელთაც ისინი იყენებენ ერთმანეთის წინააღმდეგ.რამდენიმე თვეში ერთხელ ჰანსის კუნძულს სტუმრობს ამა თუ იმ დაპირისპირებული მხარის მეზღვაურები,რა დროსაც ისინი კუნძულზე აღმართული მოწინააღმდეგის ეროვნულ დროშას ხსნიან და თავისას ჰკიდებენ.ასეთ ღონისძიებას შემდგომ მუდმივად თან ახლავს სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების თანხლებით მოლხენა.თუმცა,სანამ ისინი კუნძულიდან წავლენ,იქ „მტრებისთვის” სპეციალურად ტოვებენ რამდენიმე ყუთ ალკოჰოლურ სასმელს.კანადელები დანიელებს ყოველთვის ვისკს უტოვებენ,ხოლო დანიელები კანადელებს კი შნაპსს.ეს უცნაური „ომი” კანადასა და დანიას შორის უკვე წლებია მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში კანადელი და დანიელი მეზღვაურები ერთსა და იმავე პროცედურას ანხორციელებენ ჰანსის კუნძულზე გადასვლისას. – (ავტორი გენია.ჯი)