ადოლფ ჰიტლერი – „ეპიზოდი”
თვითმკვლელობამდე სულ რაღაც ორიოდე დღით ადრე „ფიურერბუნკერში” გამომწყვდეულ მესამე რაიხის ოდესღაც უძლეველ ლიდერს – ადოლფ ჰიტლერს (1889-1945 წლები) აჩვენეს ის ფოტოები,რომლებზედაც მისივე მსგავსად ოდესღაც ძლევამოსილი იტალიელი ფაშისტის – ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინისა და მისი საყვარელი ქალის – კლარა პეტაჩის დასახიჩრებული გვამები იყო აღბეჭდილი. (ავტორი გენია.ჯი) მილანში,პიაცა ლორეტოს მოედანზე ფეხებით დაკიდებული „დუჩე”-დ წოდებული თანამებრძოლის გვამის ხილვამ ჰიტლერზე ერთობ დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა. „ – როგორი სისასტიკეა! როგორი არაადამიანობაა…” - აღშფოთებულმა წარმოთქვა კაცობრიობის ისტორიაში იმ ერთ-ერთმა უსასტიკესმა მიზანთროპმა,რომლის უშუალო ბრძანებითაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იქნა უსაძაგლესი მეთოდებით განადგურებული. – (ავტორი გენია.ჯი)
ბენიტო მუსოლინის,კლარა პეტაჩისა და სხვა ფაშისტების ცხედრები