მატეო ბანდელო

მატეო ბანდელო - დაიბადა 1485 წელს,კასტელნუოვოს კომუნაში (პიემონტის ადმინისტრაციული რეგიონი – იტალია).იგი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი იტალიელი “ნოველისტი”,რომლის კალამსაც 214 ნოველა ეკუთვნის,მათ შორის “რომეო და ჯულიეტა”,რომლის სიუჟეტიც მოგვიანების გენიალურმა უილიამ შექსპირმა,მის უკვდავ ნაწარმოებში “რომეო და ჯულიეტა” გამოიყენა.სწავლობდა მილანში,რის შემდეგაც სწავლა პავიაში განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრდული ასაკიდანვე დაინტერესებული იყო რელიგიით და მალევე გაწევრიანდა “დომინიკელთა ორდენში”.ამის გამო იგი ხშირად მოგზაურობდა და მსახურობდა ცნობილი ჩრდილოეთ იტალიელი მაღალჩინოსნების სასახლის კარზე,სადაც დიდი გავლენა მოიპოვა.1506 წელს დაფუძნდა მილანში,სადაც დაუკავშირდა ლიტერატორთა და ქალაქის ცნობილ ადამიანებს.1537 წელს ცხოვრობდა მანტუანის სასახლეში,სადაც ლუკრეცია გონზაგას პირადი მასწავლებებლი გახლდათ.საფრანგეთისა და ესპანეთის ომის პერიოდში,რომელთაც სურდათ იტალიაზე გავლენის მოპოვება,მან საფრანგეთს დაუჭირა მხარი და ერთგვარი მოკავშირე გახდა საფრანგეთის მეფისა. (ავტორი გენია.ჯი) 1525 წლის 24 სექტემბრის “პავიის ბრძოლაში”,საფრანეთის არმიამ – ესპანელებთან მარცხი განიცადა და იგი იძულებული შეიქნა სამშობლო დაეტოვებინა.საფრანგეთის მეფე ანრი II-მ კი მატეოს – აჟენის,ადმინისტრაციული დეპარტამენტის “ეპისკოპოსობა” უბოძა და საბოლოოდ იქვე გარდაიცვალა 1561 წელს.მიუხედავად მისი “მოუცლელობისა”,აქტიურად იღწვოდა ლიტერატურულ სამყაროში და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 214 ნოველის ავტორიც გახდა.მისი ნოველების პირველი კრებული გამოცემულ იქნა 1554 წელს (მიისავე სიცოცხლეში),თუმცა ნაწილი ნოველებისა კი 1573 წელს,მისი გარდაცვალების შემდგომ,საფრანგეთის ქალაქ ლიონში.მატეო ბანდელო,დღემდე მიჩნეულია საუკეთესო იტალიელ “ნოველისტად”,რომლის შემოქმედებიდან აღებული სიუჟეტები,არაერთმა ცნობილმა ავტორმა საკუთარი ნაწარმოებებისათვის გამოიყენა. (ავტორი გენია.ჯი)