სანტა-მარია-დელ-ფიორეს საკათედრო ტაძრის უნიკალური გუმბათი
მდინარე არნოს სანაპიროზე განფენილი ულამაზესი ქალაქის – ფლორენციის ცენტრალურ ნაწილში,პიაცა დელ დუომოს მოედანზე, 1296 წელს დაიწყო – სანტა-მარია-დელ-ფიორეს საკათედრო ტაძრის მშენებლობა,რომელიც დასრულებული იქნა 1436 წელს.ფლორენციული კვატროჩენტოს არქიტექტურით ნაგები ზღაპრული სილამაზის მქონე ქმნილების შენების პროცესს ამა თუ იმ პერიოდებში სხვადასხვა არქიტეტორები ხელმძღვანელობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე შრომატევადი,რთული და სკულპტუროზული მაინც ტაძრის უზარმაზარი გუმბათის დასახული პროქტის მიხედვით აგება გახლდათ.აღნიშნულ პროცესს სათავეში უდგა აღორძინების ეპოქის გენიალური იტალიელი არქიტექტორიდა სკულპტორი – ფილიპო ბრუნელესკი (1377-1446 წლები).ბრუნელესკიმ მიზნად დაისახა,რომ გიგანტური მასშტაბების მქონე გუმბათი აგურით აეგო.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასეთი გრანდიოზული გუმბათი აგურით ბრუნელსკიმდე არც ერთ არქიტექტორს არ ჰქონდა ანაგები. 42 მეტრი დიამეტრის მქონე გუმბათის ასაგებად საჭირო 36 ტონა (4 მილიონი ცალი) აგური 90 მეტრ სიმაღლეზე არქიტექტორმა ტაძრის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ამწეებისა და ჯალამბარების უნიკალური სამშენებლო სისტემით აზიდა.ხოლო 2 ტონიანი მოოქროული ჯვარის აღმართვის ურთულესი საინჟინრო პრობლემის გადაწყვეტაში კი ფილიპოს დახმარება თვით ლეონარდო და ვინჩიმ გაუწია.სწორედ სანტა-მარია-დელ-ფიორეს საოცარი სიდიადის მქონე ტაძრის მშენებლობისას გამოიყენეს პირველად ოსტატებმა უსაფრთხოების ქამრები,რამაც განაპირობა ის,რომ ამ უმძიმეს და ურთულეს სამუშაოებს მხოლოდ ერთი მუშის დაღუპვა მოჰყვა თან, და ისიც იმიტომ,რომ მას უსაფრთხოების ქამარი არასწორად ჰქონდა შეკრული. – (ავტორი გენია.ჯი)
ფილიპო ბრუნელესკი