ჟან მარესა და მულუკის სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია
„იგი უყვართ ქალებს,მას კი უყვარს ძაღლებიო”, – ასე ამბობდნენ – ჟან მარეს (1913-1998 წლები) შესახებ ფრანგული კინოს ლეგენდის თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) კაცთა მოდგმის ოთხფეხა მეგობრების მოყვარულ მსახიობს თავისი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე ძაღლი ჰყავდა,თუმცა მათგან გამორჩეულად მაინც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქუჩიდან აყვანილი ძაღლი,სახელად – მულუკი უყვარდა.იგი მარემ ქუჩაში ხეზე მიბმული იპოვა და მიუხედავად ძაღლის აგრესიული ქმედებებისა,მაინც შეძლო მისი სახლამდე მიყვანა.დროთა განმავლობაში მსახიობსა და მულუკს ერთმანეთი განუზომლად შეუყვარდათ.პატრონის უზომოდ მოყვარული და ერთგული ძაღლი მარეს არც მაშინ არ სცილდებოდა გვერდიდან,როდესაც იგი მეტროთი მგზავრობდა.არადა ამ დროს,პარიზის მეტროში ძაღლის გამოჩენა (მგზავრობაზე რომ არაფერი ვთქვათ) კატეგორიულად აკრძალული იყო.მიუხედავად ამისა,მსახიობი ზამთრის პერიოდში მაინც ახერხებდა მულუკთან ერთად მეტროთი მგზავრობას და ამას ისინი ერთობ უცნაური ქმედებით აღწევდნენ.მეტროში შესვლისთანავე გონიერი მულუკი ორ ფეხზე დგებოდა,რა დროსაც მარე მას გრძელი ქურთუკის კალთებში აფარებდა.ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი ძაღლი მანამ მისდევდა პატრონს,სანამ ისინი ბარიერს არ გადალახავდნენ და ესკალატორზე არ აღმოჩნდებოდნენ.მეტროს ვაგონში ჩასული კი თავს სავარძლების ქვეშ აფარებდა,რათა არავის მისი ყურადღება არ მიეპყრო.ნიშანდობლივია ისიც,რომ ჟან მარეს თხოვნის შედეგად რამდენიმე რეჟისორმა მულუკი თავიანთ ფილმშიაც კი ათამაშა.მათ შორის ფილმში – „მარადიული დაბრუნება”,სადაც ერთ-ერთი მთარი როლი თავად ჟან მარემ განასახიერა.მას შემდეგ,რაც ვეტექიმმა მულუკს „გულის ასთმის” დიაგნოზი დაუსვა,მსახიობი სასოწარკვეთამ მოიცვა.ამ ხანგრძლივი და საშინელი დაავადების გამო,უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მარე ავადმყოფ მულუკთან ერთად ყველა საჭირო მედიკამენტით დატვირთული პატარა სააფთიაქო ყუთით გადაადგილდებოდა.რამდენიმე ხანში ძაღლს იმდენად გაურთულდა დაავადება,რომ მას გადაადგილებაც კი აღარ ძალუძდა.შესაბამისად,მარეს თავისი უერთგულესი მეგობარი უწინდებურად,ვერსად ვეღარ დაჰყვებოდა.ამ ფაქტმა კი ფრანგ მსახიობს აიძულა ერთობ უჩვეულო გამოსავალი მოეძებნა: მან შეისყიდა დახურული საბავშვო ეტლი,რათა მისი საშულებით გაესეირნებინა საყვარელი არსება.მარეს უჩვეულო ქმედება რეპორტიორებმა ცასა და ქვეყანას მოსდეს.იმისათვის,რომ აბეზარი ჟურნალისტებისათვის თავი აერიდებინა,მსახიობმა მარი-ლია-კოკეტში მიწის ფართობი შეიძინა და სახლის მშენებლობაც დაიწყო.თუმცა მუკულმა ახალ სახლსა და მშვიდ გარემოში ცხოვრება ვერ მოასწრო,რადგან სახლის აშენებამდე დაიღუპა.ის,თუ რა ჯოჯოხეთური სტრესი გადაიტანა მულუკის გარდაცვალების შედეგად ჟან მარემ,მხოლოდ მისმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ,რადგან სხვებთან აღნიშნული საკითხის შესახებ არასოდეს არაფერი უთქვამს. – (ავტორი გენია.ჯი)