დიაგნოსტიკის უცნაური ჩინური მეთოდი

ცნობილია,რომ უძველესი ეპოქების ჩინეთში სამედიცინო საქმიანობის უფლების პრივილეგიით მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები სარგებლობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ მდედრობითი სქესის მქონე მდაბიო სოციალური ფენის წარმომადგენელი პაციენტებისაგან განსხვავებით,მაღალი სოციალური ფენის მქონე მანდილოსანი პაციენტების შიშველ სხეულზე თითის ოდნავი შეხებაც კი მამაკაც ექიმებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ.დიაგნოსტიკის ჩატარების გარეშე რომ ავადმყოფის განკურნება შეუძლებელი მოვლენაა,ყოვლად ცხადი ჭეშმატრიტებაა.ამიტომ,აღნიშნულმა ტაბუმ მედიცინის მუშაკები აიძულა დიაგნოსტიკა ნამდვილი პაციენტების ნაცვლად შიშველი გამოსახულების მქონე თოჯინებზე ჩაეტარებინათ.თავის მხრივ,ასეთი სახის თოჯინები წარმოადგენდნენ სპილოსა და მამონტის ძვლებისაგან დამზადებულ 11 სანტიმეტრიდან 25 სანტიმეტრამდე სიმაღლის მქონე შიშველი ქალის სკულპტურებს,რომელთაც ხელები სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე ჰქონდათ დაწყობილი.მაგალითად,თუკი პაციენტს ღვიძლი აწუხებდა,მაშინ ისეთი სკულპტურა გამოიყენებოდა,რომელსაც ნიშნად ამისა,ხელი ღვიძლზე ჰქონდა დადებული.თუმცაღა დღემდე დაუდგენელია,ექიმს მიჰქონდა პაციენტთან ეს სკულპტურები,თუ თავად პაციენტი ახვედრებდა მათ ექიმს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>