ბაბა ტაჰირ ორიანი
ბაბა ტაჰირ ორიანი - მოღვაწეობდა,დაახლოებით 1000-1055 წლებში და წარმოადგენდა ადრეული პერიოდის ერთ-ერთ გამოჩენილ პოეტსა და მისტიკოსს,სპარსული პოეზიისა.დიდი ნაწილი მისი ბიოგრაფიისა დღემდე უცნობია,თუმცა არსებობს მრავალი ლეგენდა თუ მითი მისი პიროვნების და შემოქმედების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) ბაბა ტაჰირ ორიანი ცხოვრობდა ირანის ქალაქ ჰამადანში,რომელსაც ძველად – ეკტაბანად მოიხსენიებდნენ,ზემოთ აღნიშნულ პერიოდში.თუმცა არის მეორე ვერსია,რომლის თანახმადაც იგი მოღვაწეობდა IX საუკუნესა და X საუკუნის დასაწყისში და გარდაიცვალა 1019 წელს,თუმცა ეს ფაქტი დაუდასტურებელია.მას მოიხსენიებდნენ,როგორც ძალიან მიმნდობ და მორიდებულ ადამიანს,რის გამოც არა ერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი,თანაქალაქელებისაგან.მისი ამ თვისების შესახებ დღემდეა შემორჩენილი ისტორია,რომლის თანახმადაც,ზამთარში,მაშინ როდესაც ძალიან ციოდა,ჰამადანის მოქალაქეებმა უთხრეს,რომ თუ კი ქალაქის ცენტრალურ შადრევანში იბანავებდა,აუცილებლად დიდი პოეტი გახდებოდა.ბაბა ტაჰირ ორიანი,რომელიც ძალიან მიმნდობი პიროვნება გახლდათ,მათ დაუჯერა და ზამთრის სუსხიან დღეს შადრევანში ჩავიდა.დაინახა რა,რომ მისმა ასეთმა საქციელმა დაცინვის ობიექტად აქცია,მსწრაფლვე უკან ამოვიდა,თუმცა აღსანიშნავია,რომ ამ ისტორიის შემდეგ იგი მართლად დიდი პოეტი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ლექსებს წერდა ლურის დიალექტზე და მალევე მოიპოვა დიდი აღიარება.მის უმთავრესს თემატიკას კი წარმოადგენდა “ღმერთის ჭეშმარიტების სწრაფვა” და “უსამართლობა,რომელსაც გარემოცული ჰქონდა სამყარო.მისი შემოქმედების უბრალოებამ და სიმარტივემ,სპარსი ხალხის ფოლკლორშიც ღრმად გაიდგა ფესვები და მისი ლექსები თაობებიდან-თაობებს გადაეცემოდა,რომლებიც საბოლოო ჯამში ერთად იქნა შეკრებილი და გამოცემული,მხოლოდ XVII საუკუნეში.გარდა პოეზიისა იგი ავტორია “თეოლოგიური ტრაქტატების”,დაწერილი არაბულ ენაზე.ბაბა ტაჰირ ორიანი დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ უდიდესს ირანელ პოეტად,რომლის შემოქმედებამაც დიდი სიყვარული მოიპოვა ამ ხალხის გულებში. (ავტორი გენია.ჯი)