ფრედ როჯერსის მიერ ტრადიციად ქცეული ღვთისნიერი საქციელი
პიტსბურგის სახელმწიფო ტელევიზიის ყველაზე სახელოვანი ტელეწამყვანი – ფრედ როჯერსი (1928-2003 წლები),წლების განმავლობაში თითოეულ სატელევიზიო ეთერს ერთობ უჩვეულო ფორმით იწყებდა: იგი მიდიოდა გადასაღებ პავილიონში განთავსებულ თევზებიან აკვარიუმთან და მასში საკვებს ხმამაღლა და გამოთქმით,შემდეგი სიტყვების თანხლებით ყრიდა: „ახლა მათ აჭმევენ!” - ვინც პირველად უყურებდა როჯერსის გადაცემას,გაკვირვებული რჩებოდა ასეთი უცნაური დასაწყისით,ხოლო ვინც ფრედის ტელეპროგრამების ხშირი მაყურებელი იყო,მისთვის წამყვანის უცნაური საქციელი ჩვეულებრივ მოვლენადაც კი იქცა.თუმცა ვერც ერთი და ვერც მეორე მათგანი ვერ ხვდებოდა იმას,თუ რა მიზნით წარმოთქვავდა წამყვანი ხმამაღლა და გამოთქმით ზემოაღნიშნულ სიტყვას. და ეს მით უფრო საკვირველი და საინტერესო იყო იმის ფონზე,თუ გავითვალისწინებთ,რომ ეს ფრაზა ტელეგადაცემის ფორმატში აბსოლუტურად არ ჯდებოდა.მიუხედავად დიდი ინტერესისა,როჯერსმა თავისი საიდუმლო წლების განმავლობაში მაინც არ გასცა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ტელეწამყვანი საბოლოოდ გამოეთხოვა ტელევიზიას,გამოაქვეყნა წიგნი,რომელშიაც მემუარების გარდა,მის სახელზე გაგზავნილი პატარა ტელემაყურებლების წერილებიც ჩართო.სწორედ ამ წერილებიდან გავიგეთ ის გამაოგნებელი გარემოება,რის გამოც ეს ღვთისნიერი კაცი ყოველი გადაცემის დაწყებისთანავე მიემართებოდა აკვარიუმისაკენ და თევზებს საკვებს ზემოაღნიშნული სიტყვის ფონზე აჭმევდა.
როგორც გაირკვა,ფრედი როჯერსი წლების განმავლობაში გულდასმით ეცნობოდა მის სახელზე გაგზავნილ პატარა ტელემაყურებლების კორესპონდენციებს.მისი ყურადღება კი განსაკუთრებით ერთმა წერილმა მიიპყრო,რომელიც მას ხუთი წლის ასაკში მყოფი გოგონას, – ქეთის სევდით აღსავსე მამამ გადასცა:
„ძვირფასო მისტერ როჯერს! ძალიან გთხოვთ,შემატყობინეთ ხოლმე,როდესაც თქვენი თევზების გამოკვებას დააპირებთ.ძალიან მაღელვებს მათი ბედი.სამწუხაროდ,მე ვერაფერს ვხედავ,რის გამოც უმორჩილესად გთხოვთ,ხმამაღლა განაცხადეთ ამის შესახებ”.
ამ წერილის წაკითხვით სულით ხორცამდე შეძრულმა როჯერსმა მხედველობადაკარგული პატარა გოგონას თხოვნა სამუდამოდ აღიბეჭდა გულსა და გონებაში. – (ავტორი გენია.ჯი)