რა ლექსი მიუძღვნეს რაფიელ ერისთავს იუბილეზე?
1895 წლის ოქტომბრის თვეში ქართულმა საზოგადოებამ თითოეული ქართველის გულზე დაწერილი ლექსის – „სამშობლო ხევსურისა”-ს ავტორის,დიდი ქართველი პოეტის – რაფიელ ერისთავის (1824-1901 წლები) ორმოცდაათი წლის იუბილე აღნიშნა. (ავტორი გენია.ჯი) იუბილის მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის დროს დარბაზში XIX საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტი – გრიგოლ (გრიშა) აბაშიძე შევიდა,რომელსაც დამსწრე საზოგადოებამ ხანგრძლივი ოვაცია მოუწყო. (ავტორი გენია.ჯი) „გრიშა აბაშიძე,გრიშა აბაშიძე სცენაზე,გზა მიეცით…” – გაჰყვიროდა ხალხი.სცენაზე ასულმა გრიგოლმა კი რაფიელს იუბილე მისივე ლეგენდად ქცეული ლექსის ექსპრომტით მიულოცა:
„სადაც შობილხარ,გაზრდილხარ
და გისროლია ისარი,
სად მამა-პაპა გეგულვის,
იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც ჭაღარამ შეგმოსა,
შენი სამშობლო ის არი…”