იცით თუ არა,რომ
1. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა გენიალურმა ძველ რომაელმა პოეტმა – ვერგილიუსმა ანდერძად დაიბარა,რომ მისი უკვდავი პატრიოტული ეპოსი – „ენეიდა” ავტორის აღსასრულის შემდეგ არ გამოექვეყნებინათ,რადგან იგი ნაწარმოებს დასრულებულად არ მიიჩნევდა.მიუხედავად ვერგილიუსის ანდერძისა,რომის იმპერიის ფუძემდებელი და სახელოვანი იმპერატორის – გაიუს ავგუსტუსის პირადი ბრძანების საფუძველზე „ენეიდა” მაინც გამოიცა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სახელოვანი ამერიკელი გამომგონებელი,მეწარმე და „Singer Sewing Machine Company”-ს დამფუძნებელი – ისააკ ზინგერი ხშირად იმეორებდა – „ჩემთვის გამოგონება გახვრეტილი გროშის ფასიც კი არ ღირს.აი,გროშები კი,მართლაც მაინტერესებსო”.
* * *
3. რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება,ვისაც იგი საბჭოთა ხელისუფლებამ 1922 წელს პირველს მიანიჭა ქართველ მსახიობთა შორის,ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ვასო აბაშიძე გახლდათ.
* * *
4. „ცოცხლად დამარხული ვარო”, – წუხდა მეფის რუსეთის მთავრობის მიერ ყოველგვარ უფლება აყრილი და ციმბირის კატორღაში შესახლებული გამოჩენილი რუსი ფილოსოფოს-მატერიალისტი – ნიკოლოზ ჩერნიშევსკი.
* * *
5. იაკობ გოგებაშვილის პირველი ნაშრომი – „ანბანი” გამოიცა 1865 წელს,ხოლო ყოველთა ქართველთა სათაყვანებელი წიგნები – „დედა-ენა” და „ბუნების კარი” კი – 1867 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე,მწერალი და ჟურნალისტი – იაკობ მანსვეტაშვილი თავის მოგონებებში წერდა,რომ ალექსანდრე ყაზბეგი ილია ჭავჭავაძეს დიდად არ სწყალობდა,რის გამოც არც „ივერიის” რედაქციაში,არც ილიასთან სახლში და არც მის კრებებზე არ მიდიოდაო. და როდესაც ვკითხავდი: – სანდრო, „ივერიას” და ილიას რად ერიდები,შორს რად გაურბიხარ-მეთქი, – ასე მიპასუხებდა: – არ მომწონს ილია,მხოლოდ სიტყვის კაცია და არა საქმის.ამათან გულზვიადი ადამიანიაო. – იგონებდა მანსვეტაშვილი.
* * *
7. რკინიგზის საშუალებით თბილისი ბათუმს პირველად 1883 წლის ბოლოს დაუკავშირდა,რადგან სწორედ ამ დროს დასრულდა თბილისსა და ბათუმს შორის სარკინიზო ხაზის მშენებლობა.
* * *
8. ძველმა რომაელებმა მკითხაობის ოთხი ხერხი – ზვარაკის შიგნეულზე, ვარსკვლავებზე, ფრინველებზე და მეხდაცემულ ადგილებზე, – ეტრუსკებისაგან შეითვისეს.
* * *
9. პირველი ქართველი,რომელიც პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორად იქნა არჩეული XIX საუკუნის შუა ნახევარში,ქართული ენის პროფესორი – დავით ჩუბინაშვილი (1814-1891 წლები) იყო.
* * *
10. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები აცხადებდნენ,რომ მიხეილ გორბაჩოვი გახლდათ იმ ზესახელმწიფოს ლიდერი,რომელმაც თავისი მტრების რჩევები სრულიად გაიზიარაო. – (ავტორი გენია.ჯი)