ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი – „ეპიზოდი”

დიდი ინგლისელი მწერლის - ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის (1892-1973 წლები) მიერ დაწერილი პოპულარული რომანი – „ჰობიტი,ანუ იქით და აქეთ” ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გამოქვეყნებული იქნა 1965 წელს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის,წიგნის ილუსტრაციების ავტორი ამერიკელი მხატვარი ქალი – ბარბარა რემინგტონი გახლდათ.მას შემდეგ,რაც ტოლკინმა აშშ-ი გამოცემული თავისი წიგნი იხილა,იმდენად გააკვირვა მის გარეკანზე (ყდაზე) გამოსახულმა რომანის შინაარსიდან გამომდინარე სრულიად შეუსაბამო ილუსტრაციამ,რომ მან უმალვე აფრინა ამერიკულ საგამომცემლო სახლში წერილი: „მჯერა,რომ თქვენ ჩემზე უკეთ ხართ ინფორმირებული,თუ რა მოსწონთ ამერიკელებს.ამიტომ გემოვნებაზე დავაში თქვენთან არ შემოვალ (ფერი და შრიფტი საშინელია,თუმცა ეს ისე მიიღეთ,თითქოს არც მითქვამს) მაგრამ ნახატის შესახებ კი ნამდვილად ვალდებული ვარ გკითხოთ, – რა შუაშია აქ ლომი და სირაქლემა ემუ?”

თავის მრივ კი,საგამომცემლო სახლმა ტოლკინის წინაშე იმით იმართლა თავის,რომ დროის სიმცირის გამო ილუსტრაციის ავტორმა ჰობიტის წაკითხვა ვერ მოასწრო და შესაბამისად,მის შინაარსსაც არ იცნობდაო. – (ავტორი გენია.ჯი)

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>