ედვარდ ისტო – „შეტევა”
„შეტევა” – წარმოადგენს გამოჩენილი ფინელი მხატვრის – ედვარდ ისტოს (1865-1905 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ მრავლისმეტყველი პოლიტიკური შინაარსით დატვირთულ ტილოს. (ავტორი გენია.ჯი) ავტორმა,რომლისთვისაც ერთობ დამახასიათებელი იყო პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული სურათების დახატვა,აღნიშნული ტილო 1899 წელს დახატა.სურათის სიმაღლე – 200 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე – 140 სანტიმეტრია.აქვე შევნიშნოთ ისიც,რომ იმ პერიოდისათვის ყველასათვის უცნობ მხატვარს სწორედ რომ მისმა ამ ქმნილებამ მოუტანა აღიარება.გარდა ამისა,ისტოს დრამატიზმითა და სიმბოლიზმით აღსავსე ხელოვნების ნიმუში – „შეტევა” იქცა ყველაზე ცნობილ ტილოდ,რომელიც კი ფინეთში პოლიტიკურ თემას მიძღვნია ოდესმე.
1899 წელს რუსეთის იმპერატორმა – ნიკოლოზ II-მ გამოსცა ეგრეთ წოდებული „თებერვლის მანიფესტი”,რომელიც არა მხოლოდ ფინეთის ავტონომიურობას ზღუდავდა,არამედ ფინურ ენასაც გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებდა.რუსიფიკაციის საფრთხეებმა ფინელებში ანტირუსული განწყობები გააღვივა,რაც თავის მხრივ,ედვარდმა საკუთარ ტილოზე ალეგორიული ფორმით ასახა კიდეც.სურათის ცენტრში წარმოდგენილია თეთრი კაბით მოსილი ფინელი გოგონა,რომელსაც წელზე ფინეთის გერბიანი ლურჯი ქამარი აქვს შემორტყმული.ოქროსთმიან ახალგაზრდა გოგონას ხელთ უპყრია ფინეთის კანონების წიგნი (ფაქტობრივი კონსტიტუცია),რომლის გამოცემაც ქვეყანაში 1808 წლიდან დაიწყო და რომელიც ფინეთის ავტონომიის ეპოქასთან სიმბოლირდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) გოგონას თავს ზემოთ გამოსახულია უზარმაზარი გამძვინვარებული ორთავიანი არწივი (პერსონიფიცირებულია რუსეთის იმპერიასთან),რომელიც თავს ესხმის მას და ცდილობს ბასრი კლანჭებით,როგორმე გამოგლიჯოს ხელიდან წიგნი.აღელვებული ზღვა, დაბურული ცა და უნაყოფო სანაპირო,რომლებიც ტილოს უკანა პლანზეა წარმოდგენილი,იმ პერიოდის ფინეთის მძმე პოლიტიკურ მდგომარეობასთან ასოცირდება.მიუხედავად ამისა,ჰორიზონტზე გამკრთალია ნათელი ფერი,რაც ახალი დღის დადგომის,მომავლის იმედის მანიშნებელ მოვლენად წარმოაჩინა მხატვარმა.
1899 წლის შემოდგომაზე ედვარდ ისტოს ქმნილება – „შეტევა”,პირველად გასაიდუმლ ვითარებაში გახსნილ გამოფენაზე წარმოადგინეს,სადაც იგი მცირე რაოდენობის ადამიანმა დაათვალიერა.სამაგიეროდ,ევროპის მასშტაბით ელვისებურად და მასოვბრივად იქნა გავრცელებული ტილოს ტიპოგრაფიული ვარიანტები.მათ შორის,ფინელი მხატვრის ნამუშევარი დატანილი იქნა საფოსტო მარკებზეც.სურათის პირველი ოფიციალური საჯარო ჩვენება შვედეთის პატარა ქალაქ – ჰარაპანდაში მოეწყო.რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,ავტორმა სურათის გასაყიდად ერთობ ორიგინალურ მეთოდს ლატარეასაც კი მიმართა,თუმცა უშედეგოდ.მოგვიანებით,ისტოს პოლიტიკური ჟანრის ქმნილება შვედმა ბიზნესმენმა – ოტო ნორდბენგინმა შეიძინა.მას შემდეგ ტილომ რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა.დღესდღეობით კი,ედვარდ ისტოს მიერ 1899 წელს დახატულ სურათს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში განთავსებულ ეროვნულ მუზეუმში უკავია საპატიო ადგილი. – (ავტორი გენია.ჯი)
ედვარდ ისტო