როჯერ ფიშერის უცნაური წინადადება
ჰარვარდის იურიდიული სკოლის პროფესორი და ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველი – როჯერ ფიშერი (1922-2012 წლები),წლების განმავლობაში მოუწოდებდა კაცობრიობას,რომ გაენადგურებინა მის ხელთ არსებული თითოეული ბირთვული იარაღი. (ავტორი გენია.ჯი) სამწუხაროდ,მისი მოწოდება კაცობრიობამ (როგორც ჩვევია ხოლმე) არად ჩააგდო და ხმა როჯერისა,დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.ეს ფაქტი პირველად თავადვე ფიშერმა გაისიგრძეგანა,რამაც იგი აიძულა ერთობ უცნაური წინადადებით (შეთავაზებით) გამოსულიყო.მისი წინადადების არსი კი შემდეგში მდგომარეობდა: ბირთვული რაკეტების გასაშვები კოდის ინპლანტირება უნდა განხორციელებულიყო ნებისმიერი მოხალისის გულზე.იმ შემთხვეაში,თუ,რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი გადაწყვეტდა ომის დაწყებას ამ გამანადგურებელი იარაღის გამოყენებით,მას მანამ მოუწევდა პირადად,საკუთარი ხელით უდანაშაულო ადამიანის მოკვლა,მოკლულის სხეულის გახსნა და მის გულზე იმპლანტირებული კოდის ამოკითხვა,სანამ იგი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა მილიონობით ადამიანის განადგურებაზე. – (ავტორი გენია.ჯი)