იგორ სტრავინსკი – „ეპიზოდი”

1940 წლის 5 აპრილს აშშ-ის ქალაქ ბოსტონში დაკავებული იქნა გასტროლებით მყოფი XX საუკუნის მსოფლიო მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი,რუსი კომპოზიტორი – იგორ სტრავინსკი (1882-1971 წლები).ამ უდიდესი კომპოზიტორის დაკავების მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის შესანიშნავად არანჟირებული ვერსიით შესრულება გახდა. (ავტორი გენია.ჯი) შტატების ფედერალური კანონი კრძალავდა ქვეყნის ეროვნული ჰიმნის ნებისმიერი ფორმით არანჟირებას, და, რადგანაც ჰიმნი ეროვნულ ღირსებასთან ასოცირდებოდა,კანონის დამრღვევი ისჯებოდა კიდეც.სტრავინსკი დაკავებიდან მალევე გაანთავისუფლეს გავლენიანი ამერიკელი მეგობრების წყალობით.მოგვიანებით ამ ინციდენტს კომპოზიტორი ასე იგონებდა – „ორკესტს ისე ვდირიჟორობდი,რომ სახით პუბლიკისაკენ ვიყავი შებრუნებული,რადგან ვვარაუდობდი,რომ ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს ისინიც აყვებოდნენ.თუმცა მომეჩვენა,რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ განასხვავა ჰიმნის არანჟირებული ვერსია ტრადიციული ვერსიისაგან.გათენდა მეორე დღე.მომდევნო კონცერტისთვის მზადებაში ვიყავი,რომ ჩემს საგრიმიოროში პოლიციის კომისარი შემოვიდა.მან განმიმარტა,რომ მასაჩუსეტსის შტატის კანონი კრძალავს ეროვნული ჰიმნის ნებისმიერი სახით არანჟირებას.დიდხანს ვიმართლებდი თავს,მაგრამ მაინც არაფერი გამომივიდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>