მიხეილ ზადორნოვი – „ეპიზოდი”
„ – მართალია,თუ არა,რომ ცუკერმანმა ლატარეაში მილიონი მოიგო?
- მართალია! მაგრამ არა ცუკერმანმა,არამედ სახაროვმა, არა ლატარეაში,არამედ პოკერში, არა მილიონი,არამედ სამი მანეთი, კი არ მოიგო,არამედ წააგო”.
აი,ასეთი რევოლუციამდელი რუსული ანეკდოტით დასცინა რუსმა იუმორისტმა და სატირიკოსმა-მწერალმა – მიხეილ ზადორნოვმა ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოს – NASA-ს იმისათვის,რომ მან რამდენიმე მილიონი დოლარი შეალია კოსმოსურ სივრცეში ვარგისი სპეციალური კალმის შექმნის, და ეს მაშინ,როდესაც რუსებს ამ მიზნისათვის ერთი კაპიკიც კი არ დაუხარჯავთ,რადგან მათ ერთობ მარტივ გამოსავალს მიაგნეს – ჩვეულებრივი ფანქარი გამოიყენეს. – (ავტორი გენია.ჯი)