„მართალთა სოფელი”
საფრანგეთის სამხრეთში განთავსებულმა ერთმა პატარა ალპურმა სოფელმა – შამბორ-სიურ-ლინიონმა იმით გაითქვა საქვეყნოდ სახელი,რომ მისმა მაცხოვრებლებმა,რომელთაც სათავეში უდგა ადგილობრივი ტაძრის მოძღვარი – ანდრე ტრომკე (1901-1971 წლები) და მისი ღვთისნიერი მეუღლე – მაგდა,მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გერმანელი ნაცისტების გენოციდისაგან 5 000-მდე ებრაელი დაიხსნეს. (ავტორი გენია.ჯი) ფრანგი ჰუგენოტებით დაკომპლექტებული სოფლის მაცხოვრებლებმა პასტორისა და მეუღლის უშუალო ხელმძღვანელობით ომის დაწყებისთანავე დაიწყეს შვეიცარიის ალპების ურთულესი გზის მონაკვეთის (უღელტეხილებით) გავლით თავიანთ სოფელში იმ ებრაელი ბავშვების გადაყვანა,რომელთა ევაკუაციაც საბედნიეროდ,შესაძლებელი შეიქნა.ანდრე თანასოფლელებს არწმუნებდა,რომ გაუბედურებული ადამიანების,განურჩევლად მათი ეროვნებისა, – შველა და დახმარება – ჭეშმარიტად ღვთიური საქმე იყო.მან სოფლის თითოეულ მაცხოვრებელს ბიბლიაზე დაადებინა ფიცი იმის შესახებ,რომ არც ერთი იმათგანი არ გასცემდა თუნდაც ერთ ებრაელ ბავშვს.ყოველ შამბორ-სიურ-ლინიონურ ოჯახს რამდენიმე ებრაელი აფარებდა თავს.მათ შორის უფროსი ასაკის მქონე ებრაელებიც.იმისათვის,რომ სოფელში ებრაელ ბავშვთა მომრავლება არ დაფიქსირებულიყო,პატარები ადგილობრივ ქრისტიანულ სკოლაში შეჰყავდათ.
სამწუხაროდ, 1943 წელს პასტორი დააკავეს.დაკითხვაზე მყოფმა ამ მართლაც ჭეშმარიტმა ღვთისმსახურმა,როდესაც მას ბრალი წაუყენეს ებრაელთა დახმარებისათვის და მოსთხოვეს სია სოფელში მაცხოვრებელი ებრაელებისა,გაკვირვების ნიშნად მხრები აიჩეჩა და კოლაბორაციონისტებს მეტად მრავლისმეტყველი პასუხი გასცა: „მე არ ვიცი რა არის ებრაელი,მაგრამ კარგად ვიცი,რა არის ადამიანიო”.
საყურადღებოა ისიც,რომ პასტორის მსგავსად,ვერ გატეხეს ვერც ერთი მისი თანასოფლელიც,რის გამოც ვიშის კოლაბორაციონალისტური მთავრობა იძულებული გახდა ანდრე პატიმრობიდან გაენთავისუფლებინა.
1990 წელს ალპებში განთავსებულ ამ ულამაზეს სოფელს,ოფიციალურად მიანიჭეს – „მართალთა სოფლის” სტატუსი. – (ავტორი გენია.ჯი)
შამბორ-სიურ-ლინიონი