„შუა საუკუნეების ეპოქის საბჭოთა კავშირი”
საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე ყოფილა ისეთი პერიოდები,როდესაც სახელმწიფო სიკვდილმისჯილებს შუა საუკუნეების მსგავსად,საჯაროდ ასალმებდა წუთისოფელს.ეს პერიოდები იყო – სამოქალაქო ომი, კოლექტივიზაცია (დაიწყო 1928 წელს) და 1940-იანი წლები. (ავტორი გენია.ჯი) ზემოაღნიშნულ პერიოდებში ამ უზარმაზარი იმპერიის რამდენიმე მსხვილი ქალაქის მოსახლეობა არაერთხელ გამხდარა მოწმე ადამიანების სიკვდილის დასჯისა.მაგალითად,ლენინგრადში (თანამედროვე – სანკტ-პეტერბურგი) განთავსებულ რუსი რევოლუციონერის – მიხეილ კალინინის სახელობის მოედანზე,კინოთეატრ „გიგანტის” წინ,აღმართული იყო ერთიან სივრცეში მოქცეული მაღალი სახრჩობელები.სახრჩობელებზე სიკვდილმისჯილები ღია ბორტის მქონე სატვირთო ავტომობილებით მიჰყავდათ.თითოეულ ასეთ სატვირთოზე ერთი სიკვდილმისჯილი ჰყავდათ განთავსებული.მას შემდეგ,რაც ავტომობილი სახრჩობელას ქვეშ შევიდოდა,ჯალათები მსხვერპლს ჯერ განაჩენს უკითხავდნენ,მერე კისერზე მარყუჟს უკეთებდნენ და როდესაც ამ პროცესს სრულად მორჩებოდნენ,მძღოლს მანქანის დაძვრის ნიშანს აძლევდნენ… – (ავტორი გენია.ჯი)