ძმები გრიმები – „ეპიზოდი”
სტატისტიკის მოყვარულებმა,რომლებიც სახელოვანი გერმანელი მეზღაპრეების - ძმები გრიმების შემოქმედება გამოიკვლიეს,ერთობ მრავლისმეტყველი ფაქტი გამოავლინეს: იაკობ და ვილჰელმ გრიმების მიერ დაწერილი ორასი ზღაპრის სათანადო კვლევამ ცხადყო,რომ გერმანელმა მეზღაპრეებმა თავიანთ ქმნილებებში მამაკაცზე გაცილებით ბოროტ არსებად ქალი წარმოაჩინეს. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, 16 ბოროტი ქალის საპირწონედ 3 ბოროტი მამაკაცი გამოიყვანეს; 23 ბოროტი ჯადოქარი-ქალის საპირწონედ – 2 ბოროტი ჯადოქარი-მამაკაცი.ნიშანდობლივია ისიც,რომ გრიმების ცამეტ ზღაპარში ღალატობს თავის სატრფოს ქალი,მაშინ,როდესაც ამავე ავტორების მხოლოდ ერთადერთ ქმნილებაშია დაფიქსირებული მამაკაცის ღალატის ფაქტი სატრფოსთან მიმართებაში. – (ავტორი გენია.ჯი)