შარლ პერო – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გამოჩენილმა ფრანგმა მეზღაპრემ და პოეტმა – შარლ პერომ (1628-1703 წლები) სახელი განსაკუთრებით მას შემდეგ გაითქვა,რაც ზღაპარი – „კონკია” გამოაქვეყნა 1697 წელს. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ანალოგიური სიუჟეტის მქონე ისტორიები მრავლად გვხვდება ადრეულ ეპოქებში დაწერილ ძველ ბერძენი და ეგვიპტელი ავტორების თხზულებებში.მაგალითად, ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში ეგვიპტური ზღაპარი,სახელწოდებით – „გოგონა როდოპისის შესახებ”,რომელიც თითქმის ერთ-ერთში ედრება შარლის ზღაპარ „კონკიას”,გადმოწერილი იქნა დიდი ძველ ბერძენი ისტორიკოსის – სტრაბონის მიერ.თუმცა ეს კიდევ არაფერი,ანალოგიური სიუჟეტის მქონე ზღაპარი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VII-VI საუკუნეებში დაუწერია ისეთ ლეგენდად ქცეულ მეიგავეს,როგორიც გახლდათ ფრიგიული წარმომავლობის მქონე – ეზოპე.გარდა ამისა,„კონკიას” მსგავსი სიუჟეტები მრავლად მოიპოვებეოდა ძველ ჩინურ,იაპონურ,სპარსულ (მათ შორის „ათას ერთ ღამეში”) ფრანგულ და იტალიურ ზღაპრებში.მას რამ განაპირობა შარლ პეროს ასეთი წარმატება?! ფრანგი მეზღაპრის წარმატება განაპირობა იმ ერთმა უბრალო გარემოებამ,რომ შარლ პეროს გარდა არც ერთ ავტორს არა ჰქონდა თავის ნაწარმოებში მოყვანილი ის ეპიზოდი,როდესაც სასახლიდან გამოქცეული კონკია მარცხენა ფეხსაცმელს კარგავს სიჩქარეში.იმ ფეხსაცმელს,რომელიც საბოლოო ჯამში მისი ბედნიერების ერთგვარ სიმბოლოდ იქცევა. – (ავტორი გენია.ჯი)