„სამართალი ესრეთ ყონ ყოველთა”
ფულის სარგებლის მიღების მიზნით გასესხება (გაპროცენტება – მევახშეობა) იმთავითვე სირცხვილთან ასოცირდებოდა ქართველებში,რის გამოც ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვაგვარივე მეთოდებით ვებრძოდით ამ მანკიერ მოვლენას. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,შუა საუკუნეების საქართველოში შემუშავებულ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო აქტში,რომელიც „ძეგლისდების” სახელწოდებით არის ცნობილი,მევახშეობის შესახებ შემდეგი მუხლი იყო ჩადებული:
„სარგებელი არც ქართველთ სჯულთა შიგან ძეს წესად,რომე აღიღონ, და არც სხვათა სჯულთა უწერია. და სარგებელი არის უწესო.
და თუ რადმე მიმცემი კაცი ასრე ავი იყოს,რომე სარგებელი აღიღოს,რა გინდა რა ხანი გამოსულიყოს,ათსა თეთრსა ზედა ორი თეთრი მიეცეს; რაზომი დიდი ხანი დაყოს,ამის მეტს ნურას მისცემს და არც სამართლიანია მისაცემლად. და თუ დია რათმე ავი კაცი არ არის,არც ამისი აღება მართებს.
სამართალი ესრეთ ყონ ყოველთა”. – (ავტორი გენია.ჯი)