„ქართლის ცხოვრების” გენიალური გააზრება გრიგოლ რობაქიძისეულად
„რა არის მაშ „ქართლის ცხოვრება”.მე ვლაპარაკობ სერიოზულად და ჩემი თქმა არ არის „ფრაზა”.მთელს ქვეყანაზე ძვირად მოიპოვება სადარი „ქართლის ცხოვრებისა”.ეს არის არა მარტო „ისტორია”,არამედ ნამდვილი „ეპოსი” (დიდი ეპოსი დიდი ხალხის). და იშვიათია ისეთი პოემა (არა მარტო ჩვენში),რომელსაც შეეძლოს დაუპირისპირდეს ამ მხრივ „ქართლის ცხოვრებას”.აქ ყოველი სიტყვა თიტქოს მითოლოგიური ტაციტის მიერ არის დაწერილი. და თავი და თავი: სიტყვასა და სიტყვას შუა დარჩენილია უთქმელი,რომელსაც სიტყვა არ სჭირდება და რომელსაც ისუნთქავ მხოლოდ.აქ არის „სურნელი” გარდასულ ხანების – (ნამდვილი ნიშანი გენიის) როგორც ბერძნების „ილიადაში” და როგორც ბაბილონების „გილგამეშში”. გეკითხებით მე თქვენ: ნუთუ ქართლის „ცხოვრების” ანნალები გენიის ცეცხლის ნატეხები არ არიან?
მაგრამ ეს სიტყვა კიდევ ცოტაა. „ქართლის ცხოვრება” დიდია როგორც „ეპოსი”.მაგრამ უფრო საოცარია იგი როგორც „ისტორია”. – (ავტორი გენია.ჯი)