უოლტ დისნეის შესახებ…

რამდენიმე სერიოზული ავტორი ირწმუნება,რომ ანიმაციურ ინდუსტრიაში კულტურის სიმბოლოდ სახელდებულ ამერიკელ ფილანტროპს,ბიზნეს მაგნატსა და „უოლტ დისნეის კომპანიის” ანტისემიტ ფუძემდებელს - უოლტერ ელიას დისნეის (1901-1966 წლები) არა მხოლოდ თავად არ სურდა ჰყლოდა შვილები,არამედ ბავშვებიც კი დიდად გულზე არ ეხატებოდაო. (ავტორი გენია.ჯი) ალბათ რთული დასაჯერებელი იქნებოდა ეს ფაქტი,რომ არა დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ,რომ დისნეი სისტემატურად სცემდა თავის მეუღლეს – ლილიან მარო ბონს,რომელიც დაქორწინებამდე მისივე პირად მდივანს წარმოადგენდა.დისნეის სტუდიის ხელმძღვანელი მაშინაც კი არ ზოგავდა ცოლს,როდესაც იგი – ორსულად იყო.ერთხელ ისე სასტიკად გაუსწორდა ლილიანს,რომ თავის ქალაც გაუტეხა.სწორედ ეს ამაზრზენი ფაქტები იყო უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ წყვილს რვა წლის თანაცხოვრების განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდა.ან როგორ გაუჩნდებოდა,როდესაც ორსულ ქალს ცემისაგან ორჯერ მოწყდა მუცელი (ცნობისათვის,დისნეების წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავდა – დიანა,რომლის ბიოლოგიური მშობლებიც ისინი იყვნენ და საბავშვო სახლიდან აყვანილი – შერონ მეი).

სულითხორცამდე ანტიკომუნისტი უოლტი არასოდეს მალავდა თავის სიმპათიას მიზანთროპი ჰიტლერის მიმართ,რომელიც თავის მხრივ,დისნეის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა,ნაციზმის პროპაგანდის მიზნით მან მთელი თავისი სტუდია დაათვალიერებინა ტელეკამერების წინ მესამე რაიხის მიერ ხელდასმულ გერმანელ კინომსახიობ ქალს – ლენი რიფელშტალს.გარდა ამისა,მან კატეგორიული უარი განუცხადა დიდი ბრიტანეთის ლეგენდარულ პრემიერს – უინსტონ ჩერჩილს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ერთობლივად გადაეღოთ ანტინაცისტური მულტიპიკაციური ფილმი.აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მოთანამშრომლე მხატვარ-მულტიპიკატორს იმდენად პათოლოგიური სიძულვილი გააჩნდა კომუნისტებისა,რომ არც კოლეგებს ინდობდა.სულ ახლახანს აღმოჩენილ დოკუმენტებში 500 ისეთია გვარია მოხსენიებული,რომლებიც დისნეიმ თავისი ინიციატივით დააბეზღა ფედერალურ ბიუროსთან. – (ავტორი გენია.ჯი)

ლილიან დისნეი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>