ჩჟაო ძინი – „ეპიზოდი”
ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ქვეყნის ხელმძღვანელი – ჩჟაო ძინი (1919-2005 წლები) ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პერსონას წარმოადგენდა 1987-1989 წლების მსოფლიო პოლიტიკაში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მისი ძლევამოსილი კარიერა ტიანანმენის მოედანზე 1989 წელს განვითარებულმა სისხლიანმა მოვლენებმა შეიწირა,რადგან სწორედ მას დასდეს ბრალი ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე მომხდარ ტრაგედიაში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მიხეილ გორბაჩოვთან თავისი უკანასკნელი შეხვედრისას ჩჟაომ ტიანანმენის მოედნაზე მშვიდობიანი დემონსტრატების მისამართით ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაში ბრალი ჩინეთის ფაქტობრივ გამგებელს, „რუხ კარდინალად” ცნობილ – დენ სიაპონს დასდო.ჩინელმა კომუნისტებმა სრულიად გაიზიარეს ის საბჭოთა პრაქტიკა,რომლის მიხედვდითაც,რა გავლენიანაიც არ უნდა ყოფილიყო ლიდერი ხელისუფლების სათავეში ყოფნისას,გადადგომის მომენტიდან ის არარაობად იქცეოდა ხოლმე და მის სახელს საჯაროდ აღარასოდეს ახსენებდნენ.როგორც შემდგომში ჩჟაო ძინის ვაჟი იგონებდა,შინაპატიმრობამისჯილ ქვეყნის ექს-ხელმძღვანელს მისთვის უსაყვარლესი გოლფის თამაშის უფლებაც კი მხოლოდ პეკინის გარეუბანში მდებარე ჩინურ გოლფკლუბში ჰქონდა და არა უცხოელების მფლობელობაში გოლფკლუბებშიო.გარდა ამისა,ჩჟაოს უფლება ჰქონდა ჩასულიყო ქვეყნის ცენტრალურ პროვინციებში,მაგრამ ზღვისპირა პროვინციებში ჩასვლა კატეგორიულად ეკრძალებოდა,რადგან ამ გზით თავი აერიდებინათ ძინის უცხოელებთან კონტაქტისაგან.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ჩჟაო ძინის ისე მიუსაჯეს შინაპატიმრობა,რომ მისთვის არა მხოლოდ ბრალი არ წაუყენებია სახელმწიფოს,არამედ არც კი გაურიცხავთ იგი კომუნისტური პარტიის რიგებიდან.მიუხედავად ამისა,ჩჟაო ძინის მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ მოუწია სიცოცხლის გატარება.- (ავტორი გენია.ჯი)