ნიკოლოზ II – „ეპიზოდი”

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი – ნიკოლოზ II რომანოვი (1868-1918 წლები) არაერთხელ ყოფილა პირადად გასული ფრონტის ხაზზე.სამხედრო ყაიდის მოყვარულ მონარქს ფრონტის ხაზზე რამდენიმეჯერ მისი ოჯახის წევრებიც ახლდნენ.მათ შორის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე ვაჟი – ალექსანდრეც იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უცილობლად უნდა შევნიშნოთ ის გარემოება,რომ ნიკოლოზი მისი ნათესავების,გერმანიის უკანასკნელი იმპერატორის – ვილჰელმ II-სა და გაერთიანებული სამეფოს მეფის – ჯორჯ V-საგან განსხვავებით,არასოდეს უახლოვდებოდა ფრონტის ხაზს 30 კილომეტრზე ახლოს.ნიშანდობლივია ისიც,რომ რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადასცეს „წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი”,რომ ფრონტის ხაზზე ერთ-ერთი გასვლისას ჰორიზონტზე გერმანელთა თვითმფრინავი გამოჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>