ჩარლ დიკენსი – „ეპიზოდი”
ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მწერალი – ჩარლ დიკენსი (1812-1870 წლები) გამუდმებით აკრიტიკებდა საკუთარ მეუღლეს – კეტრინ ტომსონ ჰოგარტს (1815-1879 წლები). (ავტორი გენია.ჯი) „ის ძალიან მსუქანია.იმიტომ,რომ ბევრ ცხიმიან კერძს მიირთმევს და მთელი დღეები დივანზეა წამოწოლილი.გარდა ამისა,სულელიცაა და სათქმელიც არაფერი აქვს.ბავშვების მიმართ არასაკმარის ყურადღებას იჩენს. და არც ფსიქიკა აქვს სრულად წესრიგში”. – საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ სწორედ ასეთი კრიტიკით აღსავსე საჯარო წერილი გამოაქვეყნა დიკენსმა საკუთარი თანამეცხედრის შესახებ,რამაც მის მიმართ ერთგვარი თანაგრძნობაც კი გამოიწვია ბრიტანელ მკითხველში.
თუმცა: როდესაც 12 წლის განმავლობაში 10 ბავშვს შობ; როდესაც მათგან სამს უდროოდ მიწას მიაბარებ და სასოწარკვეთილი და ღონემიხდილი დივანზე მიესვენები,ნამდვილად რთულია სათანადო ყურადღება გამოიჩინო ბავშვების,ქმრის,ნათესავებისა და სტუმრების მიმართ.ამას თან დაერთო ის გარემოებაც,რომ კეტრინმა ჩარლზს სრულიად შემთხვევით აღმოუჩინა ის ძვირფასი სამაჯური,რომელიც დიკენსმა თავის 18 წლის სატრფოს უყიდა საიდუმლოდ.ეს რაღა თქმა უნდა აისახა მის ფსიქიკაზეც.კეტრინმა დაასკვნა,რომ დიკენსმა თავის ასაკოვან და დარდით დაოხებულ ცოლს,ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე გოგონა ამჯობინა.დიკენსების ოჯახში სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა,რაც მწერალმა ხელოსნებს საძინებლის შუა ალაგას აგურით კედელი დემონსტრაციულად ამოაშენებინა.ეს უკვე მეტის მეტი იყო: დამცირებული და შეურაცხყოფილი კეტრინი სახლიდან წავიდა.
დიკენსის გარდაცვალების შემდგომ კეტრინმა საზოგადოებას ერთხელ კიდევ მაშინ შეახსენა თავი,როდესაც მან ჟურნალისტებს იმ ადრეული პერიოდების წერილების გამოექვეყნება სთხოვა,რომლებშიაც მწერალი სიყვარულს ეფიცებოდა მას. „დაე ყველამ იცოდეს,რომ მე ჩარლზს ვუყვარდი; ვიყავი კარგი აღნაგობის,მხიარული და გონებამახვილიო”, – ამბობდა სიცოცხლის ბოლოს კეტრინ ტომსონ ჰოგარტი. – (ავტორი გენია.ჯი)
კეტრინ ტომსონ ჰოგარტი