მარკ შაგალი – „ეპიზოდი”

„ნუ მიწოდებთ ფანტასტს! ყველაფერი პირიქით არის,მე რეალისტი ვარ.მე მიყვარს ეს სამყარო!” – აცხადებდა ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი ავანგარდისტი მხატვარი - მარკ შაგალი (1887-1985 წლები),იგივე – მოსე ჰაცკელევიჩი. (ავტორი გენია.ჯი) გარდაცვალებამდე რამოდენიმე ხნით ადრე ქუჩაში მიმავალ ხელოვანს ბოშა მკითხავი-ქალი შემოხვდა,რომელიც გადაეკიდა,გინდა თუ არა,უნდა უცილობლად გიმკითხაოო.შაგალი ბოშა ქალის წინადადებას დაჰყვა.მკითხაობის დასასრულს,ბოშა ქალმა „ფერადი სიზმრების მხატვარს” (ასე მოიხსენიებდნენ მას ხელოვანები) აუწყა,რომ იგი ფრენის პროცესში გარდაიცვლებოდა, და მისი წინასწარმეტყველება ერთგვარად ახდა კიდეც: საკუთარ სახელოსნოში მიმავალი 98 წლის ასაკში მყოფი მარკ შაგალი 1985 წლის 28 მარტს ლიფტში გარდაიცვალა… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>