დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
XV საუკუნის მეორე ნახევარში „დრაკულად” წოდებულ ვლახეთის უსასტიკეს მმართველს – ვლად III ცეპეშს მტრულად განწყობილი ქვეყნის – ოსმალეთის იმპერიის ელჩები ეწვივნენ.ოფიციალურად დადგენილი პროტოკოლის თანახმად,ოსმალო ელჩებს ვლახეთის მმართველთან შეხვედრისას მისდამი და რუმინელი ბოიარებისადმი პატივისცემის ნიშნად თავსაბურავები (ჩალმები) უნდა მოეხადათ,თუმცა,რატომღაც მათ ეს არ გააკეთეს.ელჩების მიერ გამოვლენილმა უნებლიე თუ შეგნებულმა ქმედებამ ცეპეში უკიდურესად განარისხა,რის გამოც მან უმალვე ბრძანა დიპლომატების ერთობ იშვიათი და გაუგონარი მეთოდით დასჯა.დაასახელეთ,რა გამაოგნებელი მეთოდით დასაჯა ვლახეთის მმართველმა ოსმალეთის იმპერიის ელჩები? – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: თავსაბურავები თავზევე დააჭედებინა ჯალათებს.