დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარდიის ჯარისკაცის ქუდი
დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარდიის ჯარისკაცების ქუდებს,რომელთა ტარების უფლებაც მათ ვატერლოოს ბრძოლაში (1815 წელს) გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის დაიმსახურეს,დათვის ბეწვისაგან ამზადებენ. (ავტორი გენია.ჯი) სამეფო გვარდიის ჯარისკაცებისათვის განკუთვნილი ქუდები კანადური შავი დათვის ბეწვისგან მზადდება,ხოლო ოფიცერთათვის განკუთვნილი და შავად შეღებილი კი,კანადური მურა დათვის ბეწვისაგან.თითოეული ეგზემპლარის მასა 700 გრამია,ხოლო სიმაღლე – 45 სანტიმეტრი.სამეფო გვარდიის ჯარისკაცების ქუდების დასამზადებლად ოსტატები ყოველწლიურად ორმოცდაათიდან ასამდე დათვის ტყავს ამუშავებენ,რომელთაც თავის მხრივ,ისინი,კანადაში მაცხოვრებელი ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ხალხისაგან – ინუიტებისაგან იძენენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სხვა ხალხებისაგან განსხვავებით,ინუიტებს მათი განსახლების არეალში მობინადრე დათვებზე ნადირობის უფლება აქვთ მინიჭებული,რათა ამ გზით არეგულირონ კანადის ტყეებში დათვების პოპულაცია. – (ავტორი გენია.ჯი)